ტურინის „იუვენტუსში“ მოიზე კინის დაბრუნება აქტიურად განიხილება. Tuttosport-ის ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას მოლაპარაკებები გრძელდება.
რაიოლა მუშაობს, რომ კინი დააბრუნოს კლუბში, სადაც დიდ ფეხბურთში მისი დებიუტი შედგა. „იუვეს“ კი ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელის დაბრუნება თავდაპირველად იჯარის წესით სურს.
მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს „ბებერმა სინიორამ“ მოიზე ლივერპულის „ევერტონში“ გაყიდა, სადაც მან ფეხი ვერ მოიკიდა და პრემიერლიგაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.
მოიზე კინი „იუვეს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.