ერთდღიანი შესვენების შემდეგ ანდრეა პირლოს „იუვენტუსმა“ ვარჯიშების მეორე კვირა დაიწყო. თუმცა, არასრული შემადგენლობით, რადგან რამდენიმე ფეხბურთელი სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება.
დუგლას კოშტამ და პაულო დიბალამ ინდივიდუალურად ივარჯიშეს, ისინი ტრავმებისგან საბოლოოდ ჯერ კიდევ არ განკურნებულან. როდრიგო ბენტანკურმა და აარონ რემზიმ კი გუნდთანერთად ივარჯიშეს.
ამასთან, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ შვებულებიდან ტურინში დაბრუნდა მატიას დე ლიხტი, რომელმაც მხრის ოპერაცია გაიკეთა და ნოემბრამდე ვერ ითამაშებს. ნიდერლანდელმა უკვე დაიწყო სარეაბილიტაციო პერიოდი, რომელსაც ტურინში გაივლის.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონი 19 სექტემბერს დაიწყება, კალენდარი კი 2 სექტემბერს გახდება ცნობილი.