მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ყოფილი ფეხბურთელი: “პირლო მოედანზე ისეთ რამეებს ხედავდა, რაც სხვებს სანატრელი ჰქონდათ”

“იუვეს” ყოფილი ფეხბურთელი: “პირლო მოედანზე ისეთ რამეებს ხედავდა, რაც სხვებს სანატრელი ჰქონდათ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა და ამჟამად „ვესტ ჰემის“ ფეხბურთელმა ანჯელო ოგბონამ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის შესანიშნავი მწვრთნელი გახდება.

„პირლოს მიმართ სკეპტიციზმი ლეგიტიმურია, მაგრამ როგორც ყოფილ თანაგუნდელს, შემიძლია ვთქვა, რომ პირლო მოედანზე ხედავდა ისეთ რამეებს, რაც ჩვეულებრივ ფეხბურთელებს სანატრელი ჰქონდათ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ შესანიშნავი მწვრთნელი გახდება“, – თქვა ოგბონამ.

შეგახსენებთ, რომ ანჯელო ოგბონა „იუვენტუსში“ 2013-2015 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …