„სასუოლოს“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „იუვენტუსში“ შესაძლო ტრანსფერზე მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის ტურინულ გუნდში თამაში ოცნებაა.
„პირლო ჩემი კუმირია და „იუვენტუსთან“ ჩემი სახელის დაკავშირება ჩემთვის ოცნებაა“, – თქვა ლოკატელიმ.
შეგახსენებთ, რომ ლოკატელი ამჟამად იტალიის ნაკრებშია გამოძახებული. მისი „იუვენტუსში“ ტრანსფერის შესახებ იტალიური მედია კარგა ხანია აქტიურად წერს.