ტურინის „იუვენტუსმა“ გელზენკირხენის „შალკედან“ ვესტონ მაკკენის ტრანსფერო გააოფიციალურა.
ამერიკელი ნახევარმცველი „იუვეს“ ღირსებას მომდევნო სეზონის განმავლობაში იჯარით დაიცავს, რომლის ღირებულებამ 4.5 მილიონი ევრ შეადგინა.
ამასთან, „იუვენტუსს“ ექნება ვალდებულება, რომ მაკკენი გამოისყიდოს 18.5 მილიონ ევროდ, რომელიც სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაიფარება.
22 წლის ნახევარმცველს აშშ-ს ნაკრებში 19 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „შალკეში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 91 შეხვედრაში 5 გოლი მიითვალა. მაკკენი მიმდინარე ზაფხულს “იუვენტუსის” მესამე ახალწვეულია, დეიან კულუსევსკისა და არტურის შემდეგ.
✍️🇺🇸 UFFICIALE | @WMckennie è bianconero! ⚪⚫ #WelcomeWeston #ForzaJuve
— JuventusFC (@juventusfc) August 29, 2020