მთავარი / თეგის არქივი: ვესტონ მაკკენი

თეგის არქივი: ვესტონ მაკკენი

ოფიციალურად: ვესტონ მაკკენი “ლიდსში” გადავიდა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი კარიერას „ლიდს იუნაიტედში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. 24 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, რომლის ღირებულება 1.5 მილიონი ევროა, ხოლო იორკშირელებს მისი გამოსყიდვა ზაფხულში 34 მილიონ ევროდ შეეძლებათ. ვესტონ მაკკენი „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 96 მატჩში 13 გოლი გაიტანა, 5-ჯერ კი …

სრულად წაკითხვა »

მაკკენის “ლიდსში” ტრანსფერის დეტალები ცნობილია

„იუვენტუსის“ ფეხბურთელი ვესტონ მაკკენი „ლიდს იუნაიტედში“ გადავა. მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა, რომ კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ამერიკელი „მონცასთან“ არ ითამაშებს. როგორც ცნობილი გახდა, მაკკენი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა და ინგლისურ კლუბში სამედიცინო შემოწმება ხვალისთვისაა ჩანიშნული. მაკკენი „ლიდს“ სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება, რომლის საფასური 1.5 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი გამოსყიდვის უფლება …

სრულად წაკითხვა »

“ლიდსმა” მაკკენის შეუთანხმდა, “იუვესთან” მოლაპარაკებები გრძელდება

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი „ლიდს იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელსა და ინგლისურ კლუბს შორის პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია, ახლა საქმე „იუვენტუსსა“ და „ლიდსს“ შორის შეთანხმებაზეა. ინგლისელები ამერიკელ ფეხბურთელში 28 მილიონს და ბონუსებს იხდიან, ხოლო ტურინელები 35 მილიონ ევროს ითხოვენ. თუმცა, ვარაუდობენ, რომ საბოლოო შეთანხმებას კლუბები …

სრულად წაკითხვა »

მილინკოვიჩ-სავიჩი, რაბიო და მაკკენი – “იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში რომის „ლაციოდან“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვას კიდევ ერთხელ ეცდება. იტალიური მედიის ცნობით, „ბიანკონერი“ სერბ ფეხბურთელს სეზონში 7 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც ძალიან მიმზიდველი წინადადებაა, რადგან ორჯერ მეტია, ვიდრე ამჟამად ის „ლაციოში“ გამოიმუშავებს (3.2 მილიონი ევრო სეზონში). მილინკოვიჩ-სავიჩს „ლაციოსთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, რის გამოც რომაელებს მისი გაყიდვა ზაფხულში …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ვესტონ მაკკენიც წლის ბოლომდე გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმების ეპიდემია მძვინვარებს და გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა – ვესტონ მაკკენი. ამერიკელი ნახევარმცველი ორი კვირა ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „იუვეს“ 2023 წლამდე ვერ დაეხმარება, რადგან სეზონი მსოფლიოს ჩემპიონატის გამო ზუსტად ორ კვირაში დაპაუზდება. მაკკენიმ ტრავმა „ლეჩესთან“ მატჩში მიიღო და იმავე შეხვედრაში სამუელ ილინგ-ჟუნიორი დაშავდა. მაკკენიმ …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელიმ და მაკკენიმ სათამაშო ნომრები შეიცვალეს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებმა მანუელ ლოკატელიმ და ვესტონ მაკკენიმ სათამაშო ნომრები შეიცვალეს. ლოკატელი ამიერიდან 5 ნომრით ითამაშებს. ის გასულ სეზონში 27 ნომერი იყო. აღსანიშნავია, რომ 5 ნომერია არტური გახლდათ, რომელსაც გუნდი ჯერ არ დაუტოვებია, მაგრამ ფაქტია, კლუბის გეგმებში აღარ შედის. ვესტონ მაკკენი, რომელიც აქამდე 14-ნომრიანი მაისურით ირჯებოდა, 8 ნომერი იქნება, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

მაკკენი სეზონის სტარტს გამოტოვებს

მოლოდინი გამართლდა და ვესტონ მაკკენის ტრავმა საკმაოდ სერიოზული გამოდგა. როგორც ტურინელთა ვებგვერდი იტყობინება, სამედიცინო გამოკვლევამ მარცხენა მხრის დაზიანება აჩვენა. ამერიკელი ფეხბურთელი სეზონის სტარტს გამოტოვებს, მინიმუმ 1 თვე გაუცდება, რაც ნიშნავს, რომ ტურინულ კლუბს ხუთ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. მაკკენიმ ტრავმა ისე მიიღო, რომ პრესეზონზე ერთი ამხანაგური თამაშიც არ ჩაუტარებია. მან გასული …

სრულად წაკითხვა »

მაკკენი მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსს“ პრობლემები არ ელევა და ვესტონ მაკკენი გამოაკლდა, თან ისე, რომ მას პრესეზონზე ერთი წუთითაც არ უთამაშია. მაკკენიმ დაზიანება „რეალთან“ მატჩის წინ მიიღო და იტალიური მედიის ცნობით, დაზიანება სერიოზულია. ამერიკელი ნახევარმცველი რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს, უფრო კონკრეტულად 1-2 თვე, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის სტარტს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ …

სრულად წაკითხვა »

მაკკენი: “ვფიქრობ, ჩვენთვის სეზონი დადებითი იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ვესტონ მაკკენიმ განაცხადა, რომ იტალიაში პრესეზონი ძალიან მძიმეა და 12 საათის განმავლობაში ბაზაზე ყოფნა უწევს. ამერიკელი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ მომდევნო სეზონი „იუვესთვის“ დადებითი იქნება. „შესვენება დასვენებისთვის გამოვიყენე. ჩემი მიზანი იყო აქ დაბრუნება, ფორმაში ყოფნა და ბევრს ვვარჯიშობდი. უმეტესობამ ვერ მიცნო და ეს კარგის ნიშანია. ფეხბურთში ადაპტაცია სწრაფად …

სრულად წაკითხვა »

პოგბა, ლოკატელი და სხვები: როგორი იქნება “იუვეს” ნახევარდაცვა ახალ სეზონში

ტურინის „იუვენტუსში“ პოლ პოგბას ტრანსფერი გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური განცხადება იქნება. იტალიურ მედიაში გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ნათქვამია, ვინ იქნება პოგბას გვერდით ნახევარდაცვაში? ამ ეტაპზე ერთადერთი დარწმუნებით მხოლოდ მანუელ ლოკატელის დარჩენაა გადაწყვეტილი. იტალიელი და ფრანგი ნახევარმცველები მომდევნო სეზონს „იუვეში“ გაატარებენ. გარდა ამისა, დიდი შანსია, რომ კლუბმა ფაბიო მირეტი შეინარჩუნოს, არც გაანათხოვროს …

სრულად წაკითხვა »