მთავარი / თეგის არქივი: ვესტონ მაკკენი (გვერდი 2)

თეგის არქივი: ვესტონ მაკკენი

მაკკენი: “იმედი მაქვს, რომ აპრილის ბოლოს დავბრუნდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ვესტონ მაკკენიმ განაცხადა, რომ მისი სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს. თავდაპირველი ინფორმაციით, ვესტონს მიმდინარე სეზონში ვერ უნდა ეთამაშა, მაგრამ ბოლო ცნობებით, ის შესაძლოა აპრილის ბოლოს სათამაშოდ მზად იყოს. „ამ მომენტში ჩემი მიზანი ტრავმის მოშუშება და გუნდთან ერთად დაბრუნებაა. მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. ცხადია, არის ბევრი ფაქტორი, რაზეც ჩემი დროული …

სრულად წაკითხვა »

მაკკენი შესაძლოა “იუვეს” სეზონის ბოლო ნაწილში დაუბრუნდეს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის, ვესტონ მაკკენის სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიმდინარეობს და შესაძლოა, უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდეს, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო. ამერიკელ ნახევარმცველს პირველად პროგნოზით მიმდინარე სეზონში ვეღარ უნდა ეთამაშა, მაგრამ Tuttosport-ი წერს, რომ ვესტონის გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. შედეგად, გამოცემის ცნობით, მაკკენი შესაძლოა აპრილის ბოლოს გამოჯანმრთელდეს და სეზონის ბოლო ოთხ თამაშში …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” ძანიოლოს ტრანსფერში შესაძლოა მაკკენი ჩართოს

ტურინის „იუვენტუსს“ ზაფხულში პაულო დიბალას შეცვლა მოუწევს და ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად ნიკოლო ძანიოლო სახელდება, რომელიც „რომასთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ამიტომაც, რომაელებს ზაფხულში მისი გაყიდვა მოუწევთ. ძანიოლო დაახლოებით 50 მილიონ ევროდ ფასობს და Calciomercato-ს ცნობით, „იუვე“ ფასის შესამცირებლად ეცდება გარიგებაში ვესტონ მაკკენი ჩართოს. ის „რომას“ ამერიკული მენეჯმენტისთვის საინტერესო ფიგურაა, რადგან ვესტონი …

სრულად წაკითხვა »

კაიო ჟორჟემ სეზონი დაასრულა, მაკკენი 8 კვირა ვერ ითამაშებს, ალექს სანდრო – 10 დღე

ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმების ეპიდემიაა. ჯორჯო კიელინის, პაულო დიბალას, ფედერიკო ბერნარდესკის, ფედერიკო კიეზას და დანიელე რუგანის შემდეგ გუნდს ვესტონ მაკკენი, ალექს სანდრო და კაიო ჟორჟე გამოაკლდნენ. მაკკენის ფეხის ორმაგი მოტეხილობა დაუდასტურდა, რაც მინიმუმ 8 კვირით იძულებით უქმობას ნიშნავს. ამერიკელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე აქამდე იყო. ალექს …

სრულად წაკითხვა »

მაკკენის ტრავმა სავარაუდოდ მძიმეა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი „ვილიარეალთან“ მატჩში დაშავდა. ფეხბურთელს რენტგენი გადაუღეს და იტალიური მედიის ცნობით, დადებითი ცნობები არ არის. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ამერიკელ ფეხბურთელს სავარაუდოდ, მეორე და მესამე სახის მეტატარსული მოტეხილობა აქვს, რაც ნიშნავს, რომ მას საკმაო ხნით მოუწევს უქმობა. აქვე გეტყვით, რომ მაკკენის ზუსტი დიაგნოზი ოდნავ მოგვიანებით გახდება …

სრულად წაკითხვა »

მაკკენი: “ალეგრისა და პირლოს შორის, ყველაზე აშკარად ერთი განსხვავება ჩანს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ვესტონ მაკკენიმ ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც აღნიშნა, რომ ტურინულ გრანდში ბედნიერია და იმედოვნებს, რომ გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმარება. „ამერიკულ ფეხბურთს ცოტა ხანი ვთამაშობდი, როცა გერმანიიდან აშშ-ში დავბრუნდი. შემდეგ 11 წლის ვიყავი, როცა მითხრეს, რომ 30 წლის ადამიანის მუხლები მქონდა. დედაჩემს ვუთხარი, რომ არ ვიცოდი, რომელი სპორტი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ძანიოლოს ტრანსფერისთვის ემზადება და “რომას” მაკკენისაც დაუთმობს

იტალიური მედია ტურინის „იუვენტუსს“ ნიკოლო ძანიოლოს ბოლო ორი დღეა აქტიურად უკავშირებს. „რომას“ სპორტულმა დირექტორმა ტიაგო პინტომ მზადყოფნა უკვე გამოთქვა 22 წლის ფეხბურთელის გასაყიდად და „იუვე“ ტრანსფერის ფორმულას ამუშავებს. ძანიოლოს საფასური დაახლოებით 40 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ ტურინელები მზად არიან გარიგებაში მოიზე კინი ან ვესტონ მაკკენი ჩართონ. უფრო მეტად ეს უკანასკნელი, …

სრულად წაკითხვა »

მაკკენი შესაძლოა “ტოტენჰემში” გადავიდეს, “იუვე” მის შეცვლას ჩუამენით გეგმავს

ლონდონის „ტოტენჰემი“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ვესტონ მაკკენით არის დაინტერესებული. ინგლისური კლუბის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ამერიკელს კარგად იცნობს და „იუვეშიც“ მან მიიყვანა, ახლა კი უნდა, რომ ლონდონში იახლოს. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. „იუვენტუსმა“ შესაძლოა მაკკენიზე უარი თქვას და ამ შემთხვევაში ადგილი გამოუთავისუფლდება „მონაკოს“ ნახევარმცველ ორელინ ჩუამენს, რომლის მიმართ ტურინელები …

სრულად წაკითხვა »

“ლიდსი” მაკკენის სანაცვლოდ 24 მილიონ ევროს იხდის

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის ვესტონ მაკკენის გადაბირება „ლიდს იუნაიტედს“ სურს. ბრიტანული მედიის ცნობით, ამერიკელი ფეხბურთელით პირადად მარსელო ბიელსაა დაინტერესებული და ინგლისელები მზად არიან იანვარში „იუვეს“ 24 მილიონი ევრო გადაუხადონ. ტურინელთა პასუხი ამ წინადადებაზე ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისინი ფეხბურთელის გაყიდვას დათანხმდნენ. მიმდინარე სეზონში მაკკენიმ 15 მატჩში 2 გოლის გატანა …

სრულად წაკითხვა »

მაკკენი: “სეზონის საწყისი ორი თვე ჩემთვის საშინელი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ვესტონ მაკკენიმ The Atletic-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სეზონის ცუდ დასაწყისზე ისაუბრა. როგორც 23 წლის ამერიკელმა აღნიშნა, მისთვის სეზონის საწყისი ორი თვე საშინელი იყო, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს. „მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვასწოროთ მდგომარეობა, რთული პერიოდი გვქონდა და ახლაც ასეა. პირადად მე სეზონის კარგი დასაწყისი არ მქონდა. პირველი ორი …

სრულად წაკითხვა »