მთავარი / სიახლეები / მილინკოვიჩ-სავიჩი, რაბიო და მაკკენი – “იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში

მილინკოვიჩ-სავიჩი, რაბიო და მაკკენი – “იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში რომის „ლაციოდან“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვას კიდევ ერთხელ ეცდება.

იტალიური მედიის ცნობით, „ბიანკონერი“ სერბ ფეხბურთელს სეზონში 7 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც ძალიან მიმზიდველი წინადადებაა, რადგან ორჯერ მეტია, ვიდრე ამჟამად ის „ლაციოში“ გამოიმუშავებს (3.2 მილიონი ევრო სეზონში).

მილინკოვიჩ-სავიჩს „ლაციოსთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, რის გამოც რომაელებს მისი გაყიდვა ზაფხულში მოუწევთ. თუმცა, „არწივების“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო დაახლოებით 100 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ძალიან დიდი ფასია. მიუხედავად ამისა, „იუვე“ სერბისთვის იბრძოლებს.

ადრიენ რაბიოს კონტრაქტი ეწურება და მისი ხელფასი ამჟამად 7 მილიონია, გახანგრძლივების შემთხვევაში კი ფეხბურთელის დედა და აგენტი, ვერონიკ რაბიო 10 მილიონ ევროს ითხოვს, რაც „იუვესთვის“ მიუღებელი პირობაა, ამიტომაც, აქცენტს ტურინელები მილინკოვიჩ-სავიჩზე გააკეთებენ. პარალელურად, ნიკოლო ფაჯოლის შესანიშნავი თამაშის შემდეგ კლუბი ეცდება, რომ ვესტონ მაკკენი გაყიდოს, თანაც იანვარშივე. ამერიკელის ტრანსფერიდან ტურინელები 25-30 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ. ვესტონით „ტოტენჰემია“ დაინტერესებული.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …