მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ვესტონ მაკკენიც წლის ბოლომდე გამოაკლდა

“იუვეს” ვესტონ მაკკენიც წლის ბოლომდე გამოაკლდა

ტურინის „იუვენტუსში“ ტრავმების ეპიდემია მძვინვარებს და გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა – ვესტონ მაკკენი.

ამერიკელი ნახევარმცველი ორი კვირა ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „იუვეს“ 2023 წლამდე ვერ დაეხმარება, რადგან სეზონი მსოფლიოს ჩემპიონატის გამო ზუსტად ორ კვირაში დაპაუზდება.

მაკკენიმ ტრავმა „ლეჩესთან“ მატჩში მიიღო და იმავე შეხვედრაში სამუელ ილინგ-ჟუნიორი დაშავდა. მაკკენიმ მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

„იუვენტუსის“ ლაზარეთში ამჟამად ხსენებული ორი ფეხბურთელის გარდა კაიო ჟორჟე, ფედერიკო კიეზა, პოლ პოგბა, ლეანდრო პარედესი, მატია დე შილიო, დუშან ვლაჰოვიჩი, ანხელ დი მარია, გლეისონ ბრემერი და მანუელ ლოკატელი იმყოფებიან. იტალიური მედიის ცნობით, გუნდს უახლოეს მატჩში მხოლოდ ლოკატელი დაუბრუნდება, დანარჩენების დაბრუნება კი 2023 წლამდე ძნელად სავარაუდოა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …