მთავარი / სიახლეები / მაკკენი: “ვფიქრობ, ჩვენთვის სეზონი დადებითი იქნება”

მაკკენი: “ვფიქრობ, ჩვენთვის სეზონი დადებითი იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ვესტონ მაკკენიმ განაცხადა, რომ იტალიაში პრესეზონი ძალიან მძიმეა და 12 საათის განმავლობაში ბაზაზე ყოფნა უწევს. ამერიკელი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ მომდევნო სეზონი „იუვესთვის“ დადებითი იქნება.

„შესვენება დასვენებისთვის გამოვიყენე. ჩემი მიზანი იყო აქ დაბრუნება, ფორმაში ყოფნა და ბევრს ვვარჯიშობდი. უმეტესობამ ვერ მიცნო და ეს კარგის ნიშანია. ფეხბურთში ადაპტაცია სწრაფად ხდება და რაღაცებს ეჩვევი. ცხადია, იტალიაში პრესეზონი ანომალიურია. დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ, დილის 8:30 საათზე მივდივართ და საღამოს 8:30 საათზე მოვდივართ. ბოლოს კი იძახი: „ოჰ, ღმერთო ჩემო!“. ერთთვიანი პაუზის შემდეგ სასიამოვნოა თანაგუნდელებთან შეხვედრა და ისევ ფეხბურთის თამაში.

ალეგრის სიტყვები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ადგილზე ყოფნა, სადაც თავს სასურველად გრძნობს და სადაც გრძნობს, რომ საჭიროა. ჩემს შესახებ ბევრი ჭორი ვრცელდება, მე და ჩემი აგენტი მჭიდრო კონტაქტში ვართ და ამიტომ, პირველი ვიქნები, ვინც გაიგებს, სიმართლეა თუ არა.

მოლოდინი ყოველ სეზონში ერთი და იგივეა. „იუვენტუსი“ არის გუნდი, რომელსაც ყოველთვის ყველაფრის მოსაგებად მოუწოდებენ. ადამიანების უმეტესობა ვერ უარყოფს, რომ „იუვე“ იტალიაში პირველი კლუბია, ამიტომ, უნდა მოვიგოთ სერია A, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა, ან მინიმუმ ფინალში ვითამაშოთ. ფრე ჩვენთვის მარცხის ტოლფასია, ჩვენი სტანდარტები ძალიან მაღალია. არ გვიყვარს წაგება და ვმუშაობთ, რომ დავუბრუნდეთ იმ დონეებს, რომელიც კონკურენტულია. ვფიქრობ, სატრანსფერო ბაზარი ჩვენთვის კარგად დაიწყო და მომდევნო სეზონი ჩვენთვის ძალიან პოზიტიური იქნება.

პოგბა? ჩემთვის ეს არის შესაძლებლობა ვითამაშო ასეთი კალიბრის ფეხბურთელთან და რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველოდები. ის ენერგიულია, ძლიერი ხასიათი აქვს და მასთან ურთიერთობა ადვილია.

შესაძლოა, იტალიაში ხალხი უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ელეგანტურობას და კლასს, მაგრამ ყოველთვის, როცა რაღაცას ვაკეთებ, რეაქცია ასეთია: „რას აკეთებს ახლა ის?“ ეს ჩემი ხასიათია, მე ასეთი ვარ“, – თქვა მაკკენიმ.

შეგახსენებთ, რომ ვესტონ მაკკენი „იუვენტუსის“ რიგებში 2020 წლიდან თამაშობს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …