ტურინის „იუვენტუსი“ ედინ ჯეკოს ტრანსფერთან უკვე ძალიან ახლოსაა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩიმ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია და ბოსნიელმა გუნდის შეცვლაზე თანხმობა განაცხადა.
34 წლის ჯეკო „იუვესთან“ 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
თუმცა, ჯერ კლუბებს შორის შეთანხმებაა საჭირო. „იუვენტუსი“ „რომას“ 10 მილიონ ევროს ადა 2 მილიონი ბონუსების სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ტურინელებმა ლუის სუარესის ტრანსფერს ჯეკოს გადაბირებაზე მუშაობა არჩიეს. გარდა ამისა, თითქმის გადაწყვეტილია, რომ „იუვენტუსში“ მოიზე კინი დაბრუნდება.