ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა ვესტონ მაკკენიმ კლუბის ვებგვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა. ამერიკელი ფეხბურთელის განცხადებით, ბოლომდე დაიხარჯება და ძალიან ბედნიერია, რომ „იუვეს“ წევრი გახდა.
„მე ამ ფეხბურთელების ყურებაში გავიზარდე, ჩემი კუმირები იყვნენ და ვიდეოთამაშებში ვიყენებდი. ახლა კი ერთი გუნდის ნაწილი ვართ, მოკლედ ეს ოცნებაა, რომელიც ახდა.
„იუვენტუსი“? ეს ისტორიაა, იტალიის ჩემპიონი, ყოველთვის. მე ყველა თამაშში 100%-ით დავიხარჯები, ჩემთვის საკითხი მხოლოდ ასე დგას: ან ყველაფერი, ან არაფერი. პირველი ამერიკელი ვარ „იუვეს“ ისტორიაში და პირველი ყოფნა ყოველთვის საამაყოა. მაილ ბრედლის („რომასა“ და „კიევოს“ ყოფილი ფეხბურთელი – რედ) ვესაუბრე იტალიის ჩემპიონატის შესახებ და მითხრა, რომ რთული ჩემპიონატია. ბედნიერი ვარ, რომ მისი ნაწილი გავხდი“, – თქვა მაკკენიმ.
შეგახსენებთ, რომ მაკკენი „იუვენტუსთში“ სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, მისი გამოსყიდვა კი ტურინულ გრანდს 18.5 მილიონ ევროდ შეეძლება.