მთავარი / სიახლეები / იგუაინი შესაძლოა MLS-ში გადავიდეს

იგუაინი შესაძლოა MLS-ში გადავიდეს

გონსალო იგუაინის „იუვენტუსიდან“ წასვლა გადაწყვეტილია და ახალი გუნდის ძებნა უწევს. ჯერჯერობით არგენტინელი ტურინში გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ანდრეა პირლომ ერთი კვირის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის გუნდს დატოვებს.

გონსალოს კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, რომელიც შეიძლება ვადაზე ადრე გაწყდეს. მისი კარიერა კი შესაძლოა ამერიკაში, კერძოდ, „ინტერ მაიამიში“ გაგრძელდეს.

Tyc Sport-ის ინფორმაციით, „პიპიტა“ დევიდ ბექჰემთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც ამერიკული გუნდის მფლობელია.

აღსანიშნავია, რომ იგუაინი და ბექჰემი „რეალში“ თანაგუნდელები იყვნენ, „ინტერ მაიამიში“ კი „იუვენტუსიდან“ ცოტა ხნის წინ ბლეზ მატუიდი გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ იგუაინი „ნაპოლიდან“ 2016 წელს შეიძინა და 148 თამაშში 66 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

სუარესი ტრანსფერი ჩაიშალა

“იუვენტუსი” ლუის სუარესს ვერ დაიმატებს. Rac 1-ის ცნობით, მიზეზი იტალიის პასპორტის აღების პროცედურების გაჭიანურებაა. ამ …

“იუვეს” ხედირასთან კონტრაქტის გაწყვეტა უნდა

ტურინის „იუვენტუსს“ სამი ხედირასთან კონტრაქტის გაწყვეტა უნდა. კლუბში უკვე გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ გერმანელი ფეხბურთელის სურვილია, …