მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 49)

ტრანსფერები

მორატა სამედიცინო შემოწმებას სავარაუდოდ ხვალ გაივლის

„იუვენტუსში“ ლუის სუარესის ტრანსფერი ჩაიშალა, ურუგვაელი მადრიდის „ატლეტიკოში“ მიდის, რაც ალვარო მორატას ათავისუფლებს. ტურინში გადაწყვიტეს, რომ ედინ ჯეკოს არ დაელოდონ, რომლის გადმობარგება „რომაში“ არკადიუშ მილიკის გადასვლაზე იყო დამოკიდებული, თუმცა ეს გარიგებაც ჩიხში შევიდა. ამიტომაც, „იუვენტუსში“ გადაწყვიტეს, რომ ფსონი ალვარო მორატაზე გააკეთონ. ესპანელი სავარაუდოდ ტურინში დღეს ჩავა და ხვალ დილით J …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” მორატას დაიბრუნებს, სუარესი “ატლეტიკოში” გადავა

ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა ალვარო მორატა დაბრუნდეს. მას შემდეგ, რაც ლუის სუარესის ტრანსფერი საბოლოოდ შეთანხმდა, ხოლო ედინ ჯეკოს „რომადან“ დამატება ჯერ კიდევ პრობლემურია, ტურინელებმა აქცენტი „ატლეტიკოს“ ფოვარდზე გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ მადრიდული გუნდი სწორედ ლუის სუარესს შეუთანხდა და გადაწყვეტილია, რომ ურუგვაელი „ატლეტიკოში“ გადავა. შესაბამისად, მორატას ადგილი დიეგო სიმეონეს გუნდში პრაქტიკულად არ დარჩება. …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: იგუაინმა “იუვენტუსი” დატოვა

ტურინის „იუვენტუსმა“ გონსალო იგუაინს კონტრაქტი გაუწყვიტა. „ბებერი სინიორას“ ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებმა ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. „პიპიტა“ კარიერას ამერიკაში, „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს. „იუვემ“ იგუაინი 2016 წელს „ნაპოლიდან“ 90 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ პერიოდში იგუაინმა შავ-თეთრი მაისურით 149 მატჩი ჩაატარა და 66 გოლი გაიტანა. სამჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა, ხოლო ორჯერ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ჯეკოსთან შეთანხმებას მიაღწია

მიუხედავად იმისა, რომ ლუის სუარესი დღეს პერუჯაში ჩავიდა და იტალიური ენის გამოცდა ჩააბარა, „იუვენტუსი“ მას არ დაიმატებს. იტალიური მედიის ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ „იუვეს“ ედინ ჯეკო შეუერთდება. ყველაფერი შეთანხმებულია და 34 წლის ბოსნიელი ტურინულ გრანდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯეკო სეზონში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს დ ის იქნება გონსალო იგუაინის შემცვლელი. …

სრულად წაკითხვა »

დე შილიოს “რომაში” ტრანსფერი იხურება

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის, მატია დე შილიოს „რომაში“ გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. იტალიელი მცველი რომაულ გუნდს პირად კონტრაქტზე შეუთანხდა და ის „რომაში“ იჯარის წესით გადავა. საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდა გახდეს ცნობილი, რადგან მისი აგენტი ტურინში იმყოფება. დე შილიო „იუვენტუსს“ 2017 წელს შეუერთდა და დღემდე 61 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

სრულად წაკითხვა »

ჯეკოს ტრანსფერი ახლა უფრო რეალურია, ვიდრე სუარესის

ტურინის „იუვენტუსი“ ედინ ჯეკოს მიუახლოვდა. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ახლა ბოსნიელი ფეხბურთელის ტრანსფერი უფრო რეალურია, ვიდრე ლუის სუარესის. კონტრაქტი 34 წლის თავდამსხმელთან დიდი ხანია შეთანხმებულია – 7.5 მილიონი ევრო სეზონში და 2-წლიანი ხელშეკრულება. მას შემდეგ, რაც ლუის სუარესის ტრანსფერზე ძალიან ბევრი პრობლემა წარმოიქმნა, „იუვემ“ არჩევანი ჯეკოზე გააკეთა და „რომასთან“ აქტიური …

სრულად წაკითხვა »

“ბარსამ” სუარესი განაცხადში არ შეიყვანა და ეს “იუვეს” მორიგი შანსია

კატალონიის „ბარსელონა“ ამხანაგურ მატჩს ტარაგონას „ხიმნასტიკის“ წინააღდეგ ჩაატარებს, მაგრამ ამ მატჩში ლუის სუარესი არ ითამაშებს. რონალდ კუმანმა ურუგვაელი განაცხადში საერთოდ არ შეიყვანა და იტალიური მედიის ცნობით, ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სუარესი „იუვეში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ლუისის გარდა, განაცხადში არტურო ვიდალიც ვერ მოხვდა, რომელსაც იტალიაში დღეს ელოდებიან, თუმცა …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ჟირუს დამატების ვარიანტს განიხილავს

ტურინის „იუვენტუსი“ ოლივიე ჟირუს ტრანსფერზეც მუშაობს. იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა პირლო ფორვარდს ეძებს, მაგრამ ლუის სუარესისა და ედინ ჯეკოს ტრასფერები გაჭიანურდა. ამიტომ, მოკლე დროიდან გამომდინარე სხვა ვარიანტებზეც მიმდინარეობს მუშაობა. მათ შორისაა ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ოლივიე ჟირუ. როგორც ცნობილი გახდა, „იუვენტუსი“ მზადაა ლონდონელებს 5 მილიონი ევრო გადაუხადოს, ფრანგს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს …

სრულად წაკითხვა »

იგუაინი კარიერას MLS-ში გააგრძელებს

ტურინის „იუვენტუსმა“ და გონსალო იგუაინმა კონტრაქტის გაწყვეტზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. არგენტინელი კარიერას ამერიკაში, „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს, სადაც ბლეზ მატუიდი უკვე გადავიდა. იგუაინი „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ის ანდრეა პირლოს გეგებში არ ჯდება. ამრიგად, „პიპიტას’ ტურინული ოდისეა დასრულდა, რომელმაც სამი სეზონი (2016-2018, 2019-2020), 148 თამაში და 66 გოლი დაიტია.

სრულად წაკითხვა »

ესპანური მედია: “ბარსა” და “იუვე” სუარესის ტრანსფერზე თანხმდებიან

ტურინის „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“ ლუის სუარესის ტრანსფერზე მუშაობენ. Sport-ის ცნობით, ამ ორ კლუბს შორის კარგი ურთიერთობაა და დიდი ალბათობით, მალე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. „იუვე“ და სუარესი მორიგებულნი არიან, ამასთან, „ბარსელონა“ და სუარესიც ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი გაწყდეს და ურუგვაელმა კომპენსაცია მიიღოს. მოგეხსენებათ, „იუვენტუსი“ ფორვარდის დამატებას გეგმავს და …

სრულად წაკითხვა »