ტურინის „იუვენტუსი“ ცენტრალური თავდამსხმელის ძებნას აგრძელებს, რომელიც გონსალო იგუაინს შეცვლის. ანდრეა პირლოს ფავორიტი ედინ ჯეკოა, მაგრამ ბოსნიელს „რომასთან“ კონტრაქტი აკავშირებს.
მთლიანობაში თუ ჯეკოს ტრანსფერი შედგება, „იუვენტუსს“ ორწლიანი კონტრაქტით, ხელფასისა და „რომასთვის“ გადასახდელი კომპენსაციით 42 მილიონი ევრო დაუჯდება. მეორე ვარიანტი ლუის სუარესია, რომელიც ფინანსურად უფრო იაფი გარიგება აღმოჩნდება.
ოღონდ ამისთვის საჭიროა, რომ ურუგვაელმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტოს და „ბარსელონასთან“ ამის შესახებ მოლააპრაკებები დაწყებული აქვს. ლუისს კატალონურ გუნდთან ხელშეკრულება კიდევ ერთი სეზონი აკავშირებს, ხოლო მისი ხელფასი სეზონში 15 მილიონი ევროს უტოლდება.
თუმცა, „იუვენტუსში“ შესაძლოა გაცილებით ნაკლები მიიღოს, დაახლოებით 10-12 მილიონი წელიწადში. ჯეკოსა და სუარესის ვარიანტები ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, ტურინელთათვის პრაქტიკულოდ უალტერნატივოა. ცალკე საკითხია, მოიზე კინის დაბრუნება, რომელიც კლუბს ძირითადიში შემადგენლბის წევრად არ ესახება.