„ბარსელონას“ ფეხბურთელი არტურო ვიდალი მზადაა „იუვენტუსში“ დაბრუნდეს, თუ ანდრეა პირლო და „იუვე“ მიიწვევენ.
„წარმოუდგენელი იყო, როდესაც პირლო თამაშობდა, უკვე მწვრთნელად წამოგევედგინა. თუ ის ან „იუვენტუსი“ დამიძახებენ, ბედნიერი ვიქნები, მაგრამ მშვიდად უნდა ვიყოთ. თუ მოხდება, მოხდება… მე ძალიან მიყვარს „იუვენტუსი“ და ანდრეა.
კონტე? ის არის მანქანა, ტაქტიკური თვალსაზრისით ნომერ პირველი. მან ჩემი თვისებები თავის იდეას მოარგო, შეცვალა თამაშის სისტემა“, – თქვა ვიდალმა.
შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალის „ბარსელონადან“ წასვლა გადაწყვეტილია. ჩილელი „იუვეში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა და 171 მატჩში 48 გოლი გაიტანა.