ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ატალანტასთან“ მატჩის (3:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, შექმნილი ვითარება ფეხბურთელებზე გავლენას ახდენს და ამის დამალვას აზრი არ აქვს.
„გასაგებია, რომ არის სიტუაციები, რომლებიც ჩვენზე მოქმედებს, ამის დამალვას აზრი არ აქვს. ჩვენ უბრალოდ მოედნიდან უნდა ვუპასუხოთ, პატივი ვცეთ გულშემატკივრებს, მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. თუმცა, კიდევ უფრო გავერთიანდებით და ყველაფერი უნდა გავიღოთ, მხოლოდ ამის გაკეთება შეგვიძლია.
სასიამოვნოა, რომ გუნდში ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც გვეხმარებიან, დღეს მოედანზე ნამდვილი მამაკაცები ვნახეთ და ეს არის მნიშვნელოვანი“, – თქვა ლოკატელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 29 იანვარს, „მონცასთან“ გამართავს.