მთავარი / თეგის არქივი: მანუელ ლოკატელი

თეგის არქივი: მანუელ ლოკატელი

ლოკატელის ინტერვიუ მიზნებზე, ფაჯოლიზე, “ინტერთან” მოგებასა და სხვა თემებზე

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ კლუბის ოფიციალურ არხს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. „ინტერთან“ მატჩზე: „როდესაც გვიან საღამოს ვთამაშობთ, ადრენალინი გვაქვს და უფრო გვიან ვიძინებთ. „სან სიროზე“ „ინტერის“ წინააღმდეგ გამარჯვება განსაკუთრებით ლამაზია, გარდა ამისა, შესანიშნავად ვითამაშეთ. ასეთი მოგება სასიამოვნო იყო. ბედნიერი ვარ ამის გამო, მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო …

სრულად წაკითხვა »

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ ლოკატელი. როგორც მან თქვა, ლოკამ „ინტერთან“ ძალიან კარგად ითამაშა, ასე უნდა გააგრძელოს და ნაკრებში დაბრუნდება. „ლოკატელის დებიუტი ჩვენი მუშაობის პერიოდში ჰქონდა და ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის წევრი. ზოგჯერ შესაძლებელია შეკრების გამოტოვება. მან უნდა იფიქროს იმაზე, …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, რომ ძლიერი გუნდი ჰყავთ და ეს გზა უნდა გააგრძელონ. „საგოლე მომენტების განიავება? სანანებელი არაფერია, რადგან როცა აქ იმარჯვებ, რაღაც ლამაზი და რთულია. შესანიშნავად ვითამაშეთ და ვაჩვენეთ, რომ ძლიერები ვართ, ამიტომ ძალიან ბედნიერები ვართ. ძალიან ბედნიერი …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “თავს გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვგრძნობ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ფრაიბურგთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მთავარი შედეგი იყო, რასაც მიაღწიეს, თუმცა აღიარა, რომ მეორე ტაიმში ცუდად ითამაშეს. „მართალი ხართ, მეორე ტაიმში ბევრი ვიტანჯეთ, მეორე ტაიმის არასწორად მივუდექით და ეს უნდა გავაუმჯობესოთ. მნიშვნელოვანი იყო მომდევნო ეტაპზე გასვლა და წარმატებას მივაღწიეთ. ვინც მოედანზე …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ფრაიბურგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კარგად ითამაშეს და მეტი გოლი უნდა გაეტანათ, მაგრამ სტუმრად ეცდებიან, რომ მომდევნო ეტაპის საგზური გაიფორმონ. „შესანიშნავად ვითამაშეთ, გასაგებია, რომ უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ვიცით, რომ იქ უნდა წავიდეთ და ჭკვიანურად ვითამაშოთ, ვიცით, რომ ეს …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “აქ მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ვიმყოფებით”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ნანტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, საფრანგეთში მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად არიან. „ვიცით, რომ პირველი მატჩის შედეგი დადებითი არ იყო, მაგრამ ჩვენ აქ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ვართ. გააზრებულად უნდა ვითამაშოთ და მთელი 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაცია შევინარჩუნოთ. სავსე სტადიონის წინაშე ვითამაშებთ და ასეთ …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “ლაპარაკს აზრი არ აქვს, ფეხბურთელებმა მხოლოდ თამაშზე უნდა ვიფიქროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლაპარაკს აზრი არ აქვს დაკლებული ქულების გამო, ფეხბურთელებმა მხოლოდ მოედანზე უნდა იფიქრონ. „ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ იმ დამოკიდებულებით, რაც მანამდე გვქონდა, ეს არის საფუძველი. მწვრთნელი ყოველთვის გვეუბნება, რომ თუ დადებითი მიდგომით ვიწყებთ, ჩვენი ხარისხის …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ლოკატელი გამოისყიდა

მანუელ ლოკატელი ახლა უკვე „იუვენტუსის“ სრულფასოვანი ფეხბურთელია. „სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ „სასუოლოდან“ მისი გამოსყიდვის ვალდებულება ავტომატურად გააქტიურდა. მოგეხსენებათ, ლოკატელი აქამდე „ბებერ ქალბატონში“ იჯარით თამაშობდა, თუმცა ამიერიდან მისი კონტრაქტი ტურინულ გრანდს ეკუთვნის. მანუელ ლოკატელის სანაცვლოდ „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ 25 მილიონ ევროს სამი ფინანსური წლის განმავლობაში გადაუხდის, რასაც შეიძლება დაემატოს 12.5 მილიონი ბონუსების სახით …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “დამალვას აზრი არ აქვს, ეს სიტუაცია ჩვენზე გავლენას ახდენს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ატალანტასთან“ მატჩის (3:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, შექმნილი ვითარება ფეხბურთელებზე გავლენას ახდენს და ამის დამალვას აზრი არ აქვს. „გასაგებია, რომ არის სიტუაციები, რომლებიც ჩვენზე მოქმედებს, ამის დამალვას აზრი არ აქვს. ჩვენ უბრალოდ მოედნიდან უნდა ვუპასუხოთ, პატივი ვცეთ გულშემატკივრებს, მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. თუმცა, კიდევ …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “სწორი მენტალიტეტი ვიპოვეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ლაციოსთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდმა სწორი მენტალიტეტი იპოვა და ყველა ფეხბურთელი მოედანზე ერთმანეთისთვის იბრძვის. „ვთქვი, რომ ფაქტებით უნდა ვისაუბროთ და ეს არის ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. სეზონის დასაწყისიდან ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით და ახლა ვიპოვეთ სწორი მენტალიტეტი, ასე უნდა გავაგრძელოთ. ცხადია, …

სრულად წაკითხვა »