მთავარი / სიახლეები / ლოკატელი: “მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ”

ლოკატელი: “მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ფრაიბურგთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, კარგად ითამაშეს და მეტი გოლი უნდა გაეტანათ, მაგრამ სტუმრად ეცდებიან, რომ მომდევნო ეტაპის საგზური გაიფორმონ.

„შესანიშნავად ვითამაშეთ, გასაგებია, რომ უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ვიცით, რომ იქ უნდა წავიდეთ და ჭკვიანურად ვითამაშოთ, ვიცით, რომ ეს ეტაპი უნდა გავიაროთ.

ბევრი თამაშია, მაგრამ ჩვენთვის თამაში სიამოვნებაა. ყველა მატჩს სიამოვნებით ვითამაშებ. ცოტა დაღლილობა არის, მაგრამ მოწიფულები უნდა ვიყოთ და სახლში ენერგია კარგად უნდა აღვიდგინოთ. უნდა ვეცადოთ ყველაფერი გავიღოთ.

არ არის ისე, რომ სერია A-ში საკმარისად მოტივირებული არ ვართ, თუმცა, ცხადია, რომ ევროტურნირი უფრო მეტი მოტივაციას გვაძლევს. თუმცა, ვიცით, რომ ჩემპიონატში ქულები უნდა დავაგროვოთ, ამიტომ, ყველა ტურნირში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

დი მარია სხვა კატეგორიაშია, ფენომენია, მისი მადლობელი უნდა ვიყოთ, რასაც მოედანზე აკეთებს. ჩვენთვის დიდი პატივია ასეთ ფეხბურთელთან ერთად თამაში“, – თქვა ლოკატელიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 12 მარტს, შინ გენუის „სამპდორიასთან“ გამართავს, ხოლო „ფრაიბურგს“ ერთი კვირის შემდეგ სტუმრად დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …