მთავარი / სიახლეები / სერია A / მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ ლოკატელი. როგორც მან თქვა, ლოკამ „ინტერთან“ ძალიან კარგად ითამაშა, ასე უნდა გააგრძელოს და ნაკრებში დაბრუნდება.

„ლოკატელის დებიუტი ჩვენი მუშაობის პერიოდში ჰქონდა და ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის წევრი. ზოგჯერ შესაძლებელია შეკრების გამოტოვება. მან უნდა იფიქროს იმაზე, რომ გააგრძელოს ისე თამაში, როგორც თამაშობს, რადგან „ინტერთან“ ძალიან კარგად ითამაშა. ბოლო თვეებში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჰქონდა. მან ასე უნდა გააგრძელოს და ჩვენთან დაბრუნდება“, – თქვა მანჩინიმ ლოკატელის შესახებ, რომელსაც იტალიის ნაკრებში 24 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

რობერტო მანჩინიმ ასევე განაცხადა, რომ ფედერიკო კიეზა სამედიცინო შემოწმებისთვის ტურინშია. ბოლო ცნობებით, ფედერიკოს დაზიანება სერიოზული არაა, მაგრამ სანაკრებო შეკრება გაუცდება, მისი მდგომარეობა დღითიდღე უნდა შეფასდეს.

რაც შეეხება ნიკოლო ფაჯოლის, მას მანჩინი სამომავლოდ განიხილავს ნაკრების წევრად, მაგრამ ამჯერად 21-წლამდე ნაკრებში მისი გაშვება გადაწყდა, რომელიც ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. იმ ევროპის ჩემპიონატის, რომლის თანამასპინძელი საქართველოა, თუმცა, იტალია ჯგუფური ეტაპის მატჩებს რუმინეთში ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …