მთავარი / სიახლეები / სერია A / ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, რომ ძლიერი გუნდი ჰყავთ და ეს გზა უნდა გააგრძელონ.

„საგოლე მომენტების განიავება? სანანებელი არაფერია, რადგან როცა აქ იმარჯვებ, რაღაც ლამაზი და რთულია. შესანიშნავად ვითამაშეთ და ვაჩვენეთ, რომ ძლიერები ვართ, ამიტომ ძალიან ბედნიერები ვართ.

ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ბევრ თამაშს თამაშობ, უფრო მეტი თავდაჯერება გაქვს, თავს კარგად ვგრძნობ, ფიზიკურადაც. ძალიან ბედნიერი ვარ ამ პერიოდით და ვფიქრობ სწორ გზაზე ვართ. ასე უნდა გავაგრძელოთ.

ნაკრებში არგამოძახება? ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ მხოლოდ მოედანზე კარგად თამაშზე ფიქრი შემიძლია და შემდეგ ნაკრებში დაბრუნებაზე. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთო და უნდა ვაჩვენო მოედანზე, რომ შემიძლია ნაკრებში ყოფნა. მამის დღე? მშვენიერი დღე იყო, ცოტა უცნაური განცდა, ახლა მოუთმენლად ველოდები სახლში მივიდე და ჩემს შვილს ჩავეხუტო“, – თქვა ლოკატელიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სანაკრებო პაუზაზე გავიდა, მომდევნო მატჩს კი 1 აპრილს, „ვერონასთან“ შინ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …