მთავარი / სიახლეები / სერია A / ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე 56 ქულა დააგროვა, უფრო მეტიც, 58 ქულა, რაშიც „სალერნიტანასთან“ მომხდარი ეპიზოდი და დაკარგული 2 ქულა გაიხსენა.

„დიახ ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა და მწვრთნელმა ისე თამაში დამავალა, როგორც ვითამაშე. შეგვეძლო უფრო მეტი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ძალიან ლამაზი გამარჯვება მოვიპოვეთ.

ლუკაკუსთან დუელი? დიახ, კარგი დუელი იყო, მოვიგეთ და ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე-19 მოგება გოლგაუშვებლად? ვიცით, რომ გატი კარგი ბიჭია, ის ბევრს მუშაობდა და დღეს თამაშის შანსი მიეცა, რაც ძალიან კარგად გამოიყენა. ეს გზა უნდა გავაგრძელოთ. მინდოდა უფრო მეტი გოლი გაგვეტანა, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა.

დიახ, სავსებით, იმის დამტკიცებაც გვსურდა, ვინ არის რეალურად მეორე ადგილზე. მოედანზე ჩვენ 56 ქულა მოვიპოვეთ, რომ აღარაფერი ვთქვა 58 ქულაზე, მაგრამ არა უშავს, ეს გზა უნდა გავაგრძელოთ“, – თქვა ბრემერმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სანაკრებო პაუზაზე გავიდა, მომდევნო მატჩს კი 1 აპრილს, „ვერონასთან“ შინ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …