მთავარი / თეგის არქივი: მანუელ ლოკატელი (გვერდი 3)

თეგის არქივი: მანუელ ლოკატელი

ლოკატელი: “ძალიან სასარგებლო და პოზიტიური ტესტი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ მადრიდის „რეალთან“ მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ძალიან სასარგებლო და პოზიტიური ტურნე იყო. „კარგი ტესტი იყო. შედეგისთვის ვწუხვართ, მაგრამ კარგი რაღაცებიც დავინახე. გუნდი სეზონის წინ კარგად მუშაობს და იზრდება. არ ვმალავთ, რომ ჩემპიონობის დაბრუნება გვინდა და ამისთვის ვიმუშავებთ. უნდა ითქვას, რომ ყველაფერს …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “პოგბას დავეხმარებით, რომ ისე ითამაშოს, როგორც ადრე თამაშობდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ფრანგით ჯერ კიდევ მაშინ იყო აღფრთოვანებული, როცა ის „იუვეში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა. „პოგბას პირადად აქამდე არ ვიცნობდი, მაგრამ დადებითი სიურპრიზი იყო, რადგან მან გუნდში დიდი ენთუზიაზმი მოიტანა და გუნდს ეს სჭირდებოდა. ჩემთვის ის აბსოლუტური ჩემპიონია, სუფთა ტალანტი, წარმოუდგენელი …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” დე ლიხტი, ბონუჩი, ლოკატელი და სხვა ფეხბურთელები დაუბრუნდნენ [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსი“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. ფეხბურთელების ნაწილი კონტინასას ბაზაზე წინა დღეებში გამოჩნდა, ხოლო დღეს მათ რამდენიმე მოთამაშე შეუერთდა. J Medical-ში ლეონარდო ბონუჩი, ვოიცეხ შჩესნი, მატაის დე ლიხტი, ვესტონ მაკკენი, ალექს სანდრო, მანუელ ლოკატელი მივიდნენ. ფანებმა დე ლიხტს „იუვეში“ დარჩენისკენ და „ბაიერნში“ არწასვლისკენ მოუწოდეს. ყველა ფეხბურთელმა ფანებს ავტოგრაფები დაურიგეს. გუნდი …

სრულად წაკითხვა »

პოგბა, ლოკატელი და სხვები: როგორი იქნება “იუვეს” ნახევარდაცვა ახალ სეზონში

ტურინის „იუვენტუსში“ პოლ პოგბას ტრანსფერი გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური განცხადება იქნება. იტალიურ მედიაში გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ნათქვამია, ვინ იქნება პოგბას გვერდით ნახევარდაცვაში? ამ ეტაპზე ერთადერთი დარწმუნებით მხოლოდ მანუელ ლოკატელის დარჩენაა გადაწყვეტილი. იტალიელი და ფრანგი ნახევარმცველები მომდევნო სეზონს „იუვეში“ გაატარებენ. გარდა ამისა, დიდი შანსია, რომ კლუბმა ფაბიო მირეტი შეინარჩუნოს, არც გაანათხოვროს …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი კიელინის: “ჩემთვის მაგალითი ხარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ სოციალურ ქსელში ჯორჯო კიელინის გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისთვის ჯორჯო სამაგალითო ფეხბურთელი და ადამიანია. „ჯორჯონე, ჩემო მეგობარო. მადლობა, ნამდვილად დიდი მადლობა. ვიცი და წინა დღესაც გითხარი, რომ „უემბლიზე“ ერთად რაღაც წარმოუდგენელი გამოვიარეთ. შენ იყავი ჩემი ძალა, როცა პენალტი გავაცუდე და პირველი, ვინც ჩამეხუტა …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი თასის ფინალისთვის მზადაა

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალისთვის ემზადება და მასიმილიანო ალეგრის გუნდის ლაზარეთიდან კარგი ამბებია. იტალიური მედიის ცნობით, გამოჯანმრთელდა მანუელ ლოკატელი, რომელიც ჯერ 90 წუთის სათამაშოდ მზად არაა, მაგრამ გუნდს დაუბრუნდა და ფინალში განაცხადში იქნება. სხვათა შორის, მანუელმა ბოლოს ერთი თვის წინ სწორედ „ინტერთან“ ითამაშა. ფინალში ითამაშებენ დანილო და მატაის დე ლიხტი, …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელიმ ვარჯიში განაახლა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო. იტალიელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და შესაძლოა, მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოედანზე დაბრუნდეს. ლოკატელიმ ტრავმა ზუსტად ერთი თვის წინ “ინტერთან” მატჩში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. ახლა კი გაჩნდა შანსი, რომ გუნდს დაუბრუნდეს და შესაძლოა ეს ისევ “ინტერთან” მოხდეს, 11 მაისს, …

სრულად წაკითხვა »

მანუელ ლოკატელი 1 თვე ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსს“ ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი გამოაკლდა. 24 წლის ფეხბურთელი მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ შეხვედრაში დაშავდა და ერთი თვე ვერ ითამაშებს. ლოკატელიმ ტრავმა „დიდი იტალიური დერბის“ პირველივე ტაიმში მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. სამედიცინო გამოკვლევამ მუხლის დაზიანება აჩვენა და როგორც ტურინელთა ვებგვერდი წერს, ის მინიმუმ 4 კვირა იუქმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია “იუვეს” ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ლოკატელი ახლა იტალიის ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება და დღეს ცხადია ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ითამაშებს, თუმცა თუ “სკუადრა აძურა” ფინალში გავა, რობერტო მანჩინის განკარგულებაში იქნება. შეგახსენებთ, რომ ლოკატელის კორონავირუსი ზუსტად 1 კვირის წინ დაუდასტურდა. “იუვენტუსი” მომდევნო მატჩს 3 აპრილს, “ინტერთან” …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელის კორონავირუსი დაუდასტურდა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ მანუელ ლოკატელის კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდმა დაადასტურა. ლოკატელი თვითიზოლაციაში იმყოფება და “სალერნიტანასთან” მატჩს ცხადია გამოტოვებს. გარდა ამისა, მას სავარაუდოდ, იტალიის ნაკრების მატჩებიც გაუცდება. ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა ერთ კვირაშია, მაგრამ რობერტო მანჩინიმ სანაკრებო სია ხვალ უნდა დაასახელოს და რთული სავარაუდოა, რომ კოვიდინფიცირებული მოთამაშე გამოიძახოს. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »