მთავარი / სიახლეები / ლოკატელი: “აქ მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ვიმყოფებით”

ლოკატელი: “აქ მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ვიმყოფებით”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ნანტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, საფრანგეთში მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად არიან.

„ვიცით, რომ პირველი მატჩის შედეგი დადებითი არ იყო, მაგრამ ჩვენ აქ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ვართ. გააზრებულად უნდა ვითამაშოთ და მთელი 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაცია შევინარჩუნოთ. სავსე სტადიონის წინაშე ვითამაშებთ და ასეთ მატჩებში მონაწილეობის მიღება სასიამოვნოა. ევროპა ლიგის მოგება ჩვენი მიზანია და ჩემი თანაგუნდელებიც ამ თამაშის წინ დამუხტულები არიან.

ევროტურნირებზე ჩვენი გამოსვლები ბოლო დროს რა თქმა უნდა, უარყოფითია, ამას ვერ უარვყოფთ, მაგრამ ახლა გვინდა ეს გვერდი გადავშალოთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. მიდგომა ფუნდამენტური იქნება.

ჩემი მომავალი „იუვეში“? ამ კლუბთან კავშირს ყოველთვის ვგრძნობდი, ვცდილობ ახალგაზრდებისთვის მაგალითი ვიყო. ამ გუნდში ბევრი ლიდერია და ეს მთავარია“, – თქვა ლოკატელიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნანტისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …