მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “მოგება ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია”

ალეგრი: “მოგება ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნანტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, გამარჯვება ადვილი არ იქნება, მაგრამ მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა და ყველაფერი უნდა გააკეთონ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ვთამაშობთ. ბოლო წლებში „იუვე“ ყოველთვის მერვედფინალში ვარდებოდა, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. გვინდა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც სახლში ითამაშებს და გულშემატკივრებისგან ბიძგი ექნება. მშრალი მატჩია, 50-50%-ზეა შანსი, უნდა ვიფიქროთ, რომ შეიძლება საჭირო დამატებითი დროც გახდეს.

კიეზა ვერ დაგვეხმარება, ვეძებთ გამოსავალს, მაგრამ ბიჭები მშვიდად არიან და იციან ამ მატჩის მნიშვნელობა. ფედერიკო დაიღალა, რაც ნორმალურია ფეხბურთელისთვის, რომელსაც 10 თვე გაუცდა. თვეების შემდეგ დაბრუნდა და ზედიზედ ორი მატჩი ითამაშა. ამიტომ, ნორმალურია დაღლილობა და ტკივილი. გარისკვა საჭირო არ იყო. გუშინ პოგბამ 30 წუთი ითამაშა ვარჯიშზე და კარგად ჩაიარა, დღესაც მუხლისგან კარგი ნიშნები იყო, ვნახოთ უახლოეს დღეებში როგორ იქნება. ის დიდი ჩემპიონია და ამ სეზონში არასდროს იყო ხელმისაწვდომი. იმედი მაქვს, რომ მალე დაგვიბრუნდება.

„სპეციასთან“ ცუდი პირველი ტაიმი? ეს მხოლოდ დი მარიასა და პარედესზე არაა დამოკიდებული. მთელმა გუნდმა ტექნიკურად და დამოკიდებულებით სწორად უნდა ითამაშოს, რომ არ დავთმოთ ის, რაც პირველ მატჩში დავთმეთ.

კამბუარეს კომენტარი? ეს ეტაპი უნდა გავიაროთ იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო სამი სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში დავმარცხდით. ხვალ ფინალია, ერთადერთი მატჩი, მითუმეტეს, რომ სტუმრად გატანილი გოლები აღარ მოქმედებს. მათ სახლში ვთამაშობთ მომდევნო ეტაპის საგზურისთვის.

შეტევაში ტრიოთი ვერ ვითამაშებთ, რადგან კიეზა და მილიკი გვაკლია. თამაში შეიძლება 120 წუთი გაგრძელებს და საჭიროა ცვლილებებიც ქონაც. ადვილი არ იქნება გასვლაზე მოგება, რადგან ევროტურნირებზე ამის გაკეთება რთულია. კუადრადო უკეთაა, ვიდრე სპეციაში იყო. გრიპი ჰქონდა და კარგად ვერ გამოჯანმრთელდა. ის და დე შილიო მყავს, ამიტომ, ჯერ არ გადამიწყვეტია, რომელიც იქნება ძირითად შემადგენლობაში.

კომპლიმენტების გაცემა ადვილი არაა. ლოკატელის გარდა ტექნიკური თვისებებისა, აქვს მორალური თვისებები, რაც მას „იუვენტუსის“ ფეხბურთელად აქცევს ახლაც და მომავალშიც. მას აქვს იმ ფეხბურთელების სპეციფიკური დნმ, რომლებსაც შეუძლიათ მრავალი წლის „იუვეში“ გატარება.

გასულ ხუთშაბათს კარგად ვითამაშეთ, ერთადერთი მომენტიდან გოლი გავუშვით. კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან ისინი კონტრშეტევებზე ყოჩაღები არიან. მშვიდად ვართ და ისე ვუდგებით მატჩს, როგორც საჭიროა. უნდა მოვემზადოთ 90 წუთისთვის და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს საკმარისი იქნება. ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნანტისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …