მთავარი / სიახლეები / სერია A / ლოკატელი: “ლაპარაკს აზრი არ აქვს, ფეხბურთელებმა მხოლოდ თამაშზე უნდა ვიფიქროთ”

ლოკატელი: “ლაპარაკს აზრი არ აქვს, ფეხბურთელებმა მხოლოდ თამაშზე უნდა ვიფიქროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლაპარაკს აზრი არ აქვს დაკლებული ქულების გამო, ფეხბურთელებმა მხოლოდ მოედანზე უნდა იფიქრონ.

„ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ იმ დამოკიდებულებით, რაც მანამდე გვქონდა, ეს არის საფუძველი. მწვრთნელი ყოველთვის გვეუბნება, რომ თუ დადებითი მიდგომით ვიწყებთ, ჩვენი ხარისხის მოედანზე ჩვენებას ვახერხებთ. „სალერნიტანასთან“ მატჩის წინ დანილომ მითხრა, რომ გუნდი მოედანზე უნდა შემეკრიბა და მათ წინაშე სიტყვით გამოვსულიყავი. მათ ვუთხარი, რომ ერთადერთი, რაშიც შეცდომა არ უნდა დაგვეშვა, დამოკიდებულება იყო და ეს უდავოა. კარგი ფეხბურთი მხოლოდ კარგი თამაშით არ შემოიფარგლება.

კარგი ფეხბურთელი რომ გახდე, კარგი სეზონი უნდა ჩაატარო. ჩემი პრიორიტეტი სტაბილურობაა და ეს ჩემი მიზანიცაა. როგორც კი 15 ქულა დაგვაკლეს, ფეხბურთელებმა მივილაპარაკეთ და მივედით დასკვნამდე, რომ აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს, დაგვიბრუნებენ თუ არა, ქულებს, ამაზე კლუბი იზრუნებს, ჩვენ უბრალოდ მოედანზე ქულების დაგროვებაზე უნდა ვიფიქროთ. რთულ მომენტებში საჭიროა კაცობა გამოვავლინოთ, ჩვენ ახლა უფრო ერთიანები ვართ და ჩვენზე წინ კლუბი უნდა დავაყენოთ, როგორც კიელინიმ და ბონუჩიმ გვასწავლეს.

ევროპა ლიგა? ყველა ტურნირზე წინსვლას ვეცდებით, ეს ევროტურნირია და შესაბამისად, ეს არის მიზანი, რომელიც დასახული გვაქვს. მირეტი და ფაჯოლი? ისინი კარგად იზრდებიან, როცა ახალგაზრდა ხარ, ადვილი არაა მენტალური ბალანსის შენარჩუნება და კლუბი, როგორიც „იუვეა“, ასევე მწვრთნელი ახერხებს მათ დაცვას და კარგად იზრდებიან.

ჩემთვის საუკეთესო ნახევარმცველი? კაზემირო. რას გადავიღებდი ჩემი თანაგუნდელებიდან? დი მარიას მაგიურობას და ბონუჩის ადამიანობას. ბუფონის კარში გოლი „მილანის“ მაისურით თუ შვეიცარიასთან დუბლი ევრო 2020-ზე? შვეიცარიასთან დუბლი.

მწვრთნელი, რომლითაც ყველაზე მეტად მოხიბლული ვარ? რობერტო დე ძერბი. რა უფრო საშიშია დი მარიასთან ბურთის ფეხებშორის გაძვრენა თუ ჩემი მეუღლე სახლში გაბრაზებული? ჩემი მეუღლე, იმიტომ, რომ დი მარიას წაქცევა ყოველთის შემიძლია. ყველაზე მხიარული თანაგუნდელი? პერინი. რა არის ჩემი ოცნება? მსოფლიოს ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის მოგება, ასევე მინდა, კარგი მამა ვიყო“, – თქვა ლოკატელიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …