მთავარი / სიახლეები / სერია A / ლოკატელი: “დამალვას აზრი არ აქვს, ეს სიტუაცია ჩვენზე გავლენას ახდენს”

ლოკატელი: “დამალვას აზრი არ აქვს, ეს სიტუაცია ჩვენზე გავლენას ახდენს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ატალანტასთან“ მატჩის (3:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, შექმნილი ვითარება ფეხბურთელებზე გავლენას ახდენს და ამის დამალვას აზრი არ აქვს.

„გასაგებია, რომ არის სიტუაციები, რომლებიც ჩვენზე მოქმედებს, ამის დამალვას აზრი არ აქვს. ჩვენ უბრალოდ მოედნიდან უნდა ვუპასუხოთ, პატივი ვცეთ გულშემატკივრებს, მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. თუმცა, კიდევ უფრო გავერთიანდებით და ყველაფერი უნდა გავიღოთ, მხოლოდ ამის გაკეთება შეგვიძლია.

სასიამოვნოა, რომ გუნდში ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც გვეხმარებიან, დღეს მოედანზე ნამდვილი მამაკაცები ვნახეთ და ეს არის მნიშვნელოვანი“, – თქვა ლოკატელიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 29 იანვარს, „მონცასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …