მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “გუნდის რეაქციით და თამაშით კმაყოფილი ვარ, ადვილი არ იყო”

ალეგრი: “გუნდის რეაქციით და თამაშით კმაყოფილი ვარ, ადვილი არ იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატალანტასთან“ (3:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ფეხბურთელები შეაქო და თქვა, რომ ამ მომენტში თამაში ადვილი არ იყო.

„ქულების დაკლების გარეშე 38 ქულა გვაქვს, 2 ქულა კი „სალერნიტანასთან“ VAR-ის შეცდომის გამო წაგვართვეს. ასე რომ, რეალურად 40 ქულა გვაქვს და მხოლოდ „ნაპოლია“ ჩვენზე წინ… უნდა გავაგრძელოთ ეს გზა, ბიჭებმა დღეს კარგად ითამაშეს, გამოავლინეს პასუხისმგებლობა და სურვილი. თამაში გართულდა, რადგან სამივე გოლზე შეცდომები დავუშვათ, ბოლო 10 მატჩიდან 8 მოვიგეთ, ერთხელ ფრე ვითამაშეთ და ერთი წავაგეთ. მეორე-მესამე ადგილზე უნდა ვიყოთ და უცებ მეათე ადგილზე აღმოვჩნდით, თითქოს წაგვართვეს ის, რაც გავაკეთეთ, ასე რომ ფსიქოლოგიურად თამაში ადვილი არ იყო, უბრალოდ ბიჭებს მადლობა უნდა გადავუხადოთ, ისევე, როგორც პერსონალის ყველა წევრს, ვინც ბიჭებთან ამ ორი დღის განმავლობაში მუშაობდა. დიდი სიამაყით უნდა გავაგრძელოთ თამაში.

კმაყოფილი ვარ გუნდის რეაქციით და თამაშით. მას მერე, რაც ანგარიში 3:2 გახდა, შეიძლებოდა 5:2 წაგვეგო თუ მენტალურად დავნებდებოდით. დანილო საოცარი მოთამაშეა, შესანიშნავ სეზონს ატარებს და შეცდომა გამოისყიდა. მერე გვქონდა მირეტის საგოლე მომენტი, რომელმაც ამ ასპექტში უნდა მოუმატოს, მაგრამ მშვიდად უნდა იყოს, რადგან მომავალი მის მხარეზეა. დღეს ბრემერმაც ძალიან კარგად ითამაშა და ბედნიერი ვარ.

დი მარია? ის საოცარ რაღაცებს აკეთებს და რასაც აკეთებს, ეს სქემების ნაწილი არ არის. წინ გვაქვს ევროპა ლიგა და იტალიის თასი, შესაბამისად, ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ვფიქრობ, ოთხეულში მოსახვედრად 71 ქულის დაგროვება იქნება საჭირო, მაგრამ რთულია. ვიმეორებ, რეალურად ჩვენ 38 ქულა მოვიპოვეთ, 40 თუ არა და ბრძოლაში ვიქნებოდით.

ამ კვირაში პოგბა და ვლაჰოვიჩი დაბრუნდებიან და ვნახავთ, რამდენად იქნებიან მზად. ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და იტალიის ყველაზე დიდი გუნდი მწვერვალზე უნდა დავაბრუნოთ. არასდროს ვნანობ ჩემს არჩევანს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „იუვენტუსში“ ვარ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 29 იანვარს „მონცასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …