მთავარი / თეგის არქივი: ატალანტა

თეგის არქივი: ატალანტა

ლოკატელი: “დამალვას აზრი არ აქვს, ეს სიტუაცია ჩვენზე გავლენას ახდენს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ „ატალანტასთან“ მატჩის (3:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, შექმნილი ვითარება ფეხბურთელებზე გავლენას ახდენს და ამის დამალვას აზრი არ აქვს. „გასაგებია, რომ არის სიტუაციები, რომლებიც ჩვენზე მოქმედებს, ამის დამალვას აზრი არ აქვს. ჩვენ უბრალოდ მოედნიდან უნდა ვუპასუხოთ, პატივი ვცეთ გულშემატკივრებს, მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. თუმცა, კიდევ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “გუნდის რეაქციით და თამაშით კმაყოფილი ვარ, ადვილი არ იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატალანტასთან“ (3:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ფეხბურთელები შეაქო და თქვა, რომ ამ მომენტში თამაში ადვილი არ იყო. „ქულების დაკლების გარეშე 38 ქულა გვაქვს, 2 ქულა კი „სალერნიტანასთან“ VAR-ის შეცდომის გამო წაგვართვეს. ასე რომ, რეალურად 40 ქულა გვაქვს და მხოლოდ „ნაპოლია“ ჩვენზე წინ… უნდა …

სრულად წაკითხვა »

დი მარია: “მე და ჩემი ოჯახი აქ ბედნიერები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ „ატალანტასთან“ მატჩის (3:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ოთხეულისთვის იბრძოლოს. „მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შეცდომა დავუშვით. არ არის ადვილი მოულოდნელად აღმოჩნდე სატურნირო ცხრილში 22 ქულით, მაგრამ მუშაობით შეგვიძლია რაღაც ძალიან კარგი გავაკეთოთ. ევროთასების …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ატალანტა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-19 ტურში „ატალანტას“ საკუთარ მოედანზე დაუზავდა (3:3). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 4 – უმძიმესი შეცდომა ლუკმენის პირველ გოლში, ეს მისი სტილი არ არის. დანარჩენ გოლებშიც ვერაფერი შეძლო. დანილო 6 – მეორე ტაიმი საშინლად დაიწყო და „ატალანტას“ აჩუქა ბურთი, რითაც ანგარიში გათანაბრდა. თუმცა, მან გოლი …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “15 ქულის დაკლება ჩვენთვის არაფერს ცვლის”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, 15 ქულის დაკლების მიუხედავად გუნდისთვის არაფერი შეცვლილა და სეზონის მიზნები არ შეცვლილა. „ხვალ მნიშვნელოვანი მატჩია, რომ პირველი წრე საუკეთესოდ დავასრულოთ. გუშინდელის შემდეგ ყველას მეტი ყურადღებით ყოფნა გვჭირდება. უბრალოდ მოედანზე უნდა ვიფიქროთ. 15 ქულის დაკლება აბსოლუტურად …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის ფეხბურთელს ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია, თანაც 3-მცველიან სქემაში მთელი ფლანგის კონტროლიც და ვინაიდან „იუვე“ ბოლო დროს 3-5-2 სქემით თამაშობს, იანვარში ლატერალის შეძენის საჭიროება დადგა. ჯერჯერობით, დეტალები უცნობია, მაგრამ „იუვეს“ ამ პოზიციის გაძლიერება ზამთარში სურს. მაეჰლეს …

სრულად წაკითხვა »

“ატალანტამ” დემირალი გამოისყიდა

ბერგამოს „ატალანტა“ ტურინის „იუვენტუსიდან“ მერიჰ დემირალს გამოისყიდა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ბოლო დღეებში ვითარება შეიცვალა და ბერგამოელებმა თურქი მცველის გამოსყიდვა გადაწყვიტეს, მაშინ, როცა მანამდე საპირისპირო ცნობა ვრცელდებოდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, “იუვემ” ტრანსფერში 20 მილიონი ევრო მიიღო. შეგახსენებთ, რომ მერიჰ დემირალი „იუვენტუსში“ 2019-2021 წლებში თამაშობდა და 32 მატჩში …

სრულად წაკითხვა »

დემირალი “იუვეში” დაბრუნდება, მაგრამ კლუბი მის გაყიდვას მაინც განიხილავს

ბერგამოს „ატალანტა“ მერიჰ დემირალს არ გამოისყიდის, შესაბამისად, თურქი ფეხბურთელი „იუვენტუსში“ დაბრუნდება. ინფორმაცია იტალიურმა მედიამ დაადასტურა. თუმცა, არაა გამორიცხული დემირალის დაბრუნება დროებითი გამოდგეს და მან „იუვენტუსი“ მაინც დატოვოს, რადგან კლუბი ეცდება გაყიდოს. ჯერჯერობით, ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა და მიუხედავად იმისა, რომ „იუვეს“ ჯორჯო კიელინის შემცვლელი სჭირდება, დემირალი შეიძლება მაინც არ შეინარჩუნოს. …

სრულად წაკითხვა »

ლუის მურიელი – ვლაჰოვიჩის დუბლიორი?

ტურინის „იუვენტუსი“ დუშან ვლაჰოვიჩის დუბლიორს ეძებს – ფეხბურთელს, რომელიც სერბს სეზონის განმავლობაში დასვენების საშუალებას მისცემს და ზოგჯერ შეცვლის ხოლმე. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები ბერგამოს „ატალანტას“ თავდამსხმელის ლუის მურიელის ვარიანტზე ფიქრობენ. კლუბს ბოლო დღეებში კონტაქტი კოლუმბიელი ფეხბურთელის აგენტ ალესანდრო ლუჩისთან ჰქონდა. „ატალანტა“ მურიელს დაახლოებით 20 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო ფეხბურთელი სავარაუდოდ, …

სრულად წაკითხვა »

“ატალანტა” დემირალს გამოისყიდის

ბერგამოს „ატალანტა“ ტურინის „იუვენტუსიდან“ მერიჰ დემირალს გამოისყიდის. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი რომეო აგრესტი ავრცელებს. თურქი მცველი ბერგამოელებს გასულ ზაფხულს იჯარით შეუერთდა, მაგრამ „ატალანტა“ მას გამოისყიდის და „იუვე“ 20 მილიონ ევროზე ოდნავ მეტ თანხას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ მერიჰ დემირალმა „იუვენტუსში“ 2019-2021 წლებში 32 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სრულად წაკითხვა »