მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს.

25 წლის ფეხბურთელს ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია, თანაც 3-მცველიან სქემაში მთელი ფლანგის კონტროლიც და ვინაიდან „იუვე“ ბოლო დროს 3-5-2 სქემით თამაშობს, იანვარში ლატერალის შეძენის საჭიროება დადგა.

ჯერჯერობით, დეტალები უცნობია, მაგრამ „იუვეს“ ამ პოზიციის გაძლიერება ზამთარში სურს. მაეჰლეს გარდა, კლუბს „ტორინოს“ ფეხბურთელი ვილფრიდ სინგოც დაუკავშირეს.

იოაკიმ მაეჰლე „ატალანტაში“ 2021 წლიდან თამაშობს და 74 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, დანიის ნაკრებში კი 32 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …