მთავარი / სიახლეები / დემირალი “იუვეში” დაბრუნდება, მაგრამ კლუბი მის გაყიდვას მაინც განიხილავს

დემირალი “იუვეში” დაბრუნდება, მაგრამ კლუბი მის გაყიდვას მაინც განიხილავს

ბერგამოს „ატალანტა“ მერიჰ დემირალს არ გამოისყიდის, შესაბამისად, თურქი ფეხბურთელი „იუვენტუსში“ დაბრუნდება. ინფორმაცია იტალიურმა მედიამ დაადასტურა.

თუმცა, არაა გამორიცხული დემირალის დაბრუნება დროებითი გამოდგეს და მან „იუვენტუსი“ მაინც დატოვოს, რადგან კლუბი ეცდება გაყიდოს. ჯერჯერობით, ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა და მიუხედავად იმისა, რომ „იუვეს“ ჯორჯო კიელინის შემცვლელი სჭირდება, დემირალი შეიძლება მაინც არ შეინარჩუნოს.

შეგახსენებთ, რომ მერიჰ დემირალმა 2019-2021 წლებში 32 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

24 წლის მცველმა გასულ სეზონში „ატალანტას“ მაისურით 42-ჯერ ითამაშა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …