მთავარი / სიახლეები / სერია A / დი მარია: “მე და ჩემი ოჯახი აქ ბედნიერები ვართ”

დი მარია: “მე და ჩემი ოჯახი აქ ბედნიერები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ „ატალანტასთან“ მატჩის (3:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ოთხეულისთვის იბრძოლოს.

„მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შეცდომა დავუშვით. არ არის ადვილი მოულოდნელად აღმოჩნდე სატურნირო ცხრილში 22 ქულით, მაგრამ მუშაობით შეგვიძლია რაღაც ძალიან კარგი გავაკეთოთ.

ევროთასების ზონაში მოხვედრა? შეუძლებელი არაფერია. ჩვენ დიდი კლუბი ვართ, შესანიშნავი მოთამაშეებით, გამარჯვებული მენტალიტეტით, რომელიც საშუალებას მოგვცემს მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა მატარებელს შევუერთდეთ. უნდა ვიმუშაოთ და ყველაფერი გავაკეთოთ.

„იუვეში“ ყველაზე ცუდ მომენტში მოვხვდი, მაგრამ ბედნიერი ვარ, „იუვე“ დიდებული კლუბია. ძლიერები და ერთიანები უნდა ვიყოთ. მომავალი? გადაწყვეტილებას ჩემს ოჯახთან ერთად მივიღებ, მათი ბედნიერება ჩემთვის პრიორიტეტია. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ აქ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კლუბში“, – თქვა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სატურნირო ცხრილში მხოლოდ 23 ქულა აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 29 იანვარს, „მონცასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …