მთავარი / სიახლეები / ლუის მურიელი – ვლაჰოვიჩის დუბლიორი?

ლუის მურიელი – ვლაჰოვიჩის დუბლიორი?

ტურინის „იუვენტუსი“ დუშან ვლაჰოვიჩის დუბლიორს ეძებს – ფეხბურთელს, რომელიც სერბს სეზონის განმავლობაში დასვენების საშუალებას მისცემს და ზოგჯერ შეცვლის ხოლმე.

იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები ბერგამოს „ატალანტას“ თავდამსხმელის ლუის მურიელის ვარიანტზე ფიქრობენ. კლუბს ბოლო დღეებში კონტაქტი კოლუმბიელი ფეხბურთელის აგენტ ალესანდრო ლუჩისთან ჰქონდა.

„ატალანტა“ მურიელს დაახლოებით 20 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო ფეხბურთელი სავარაუდოდ, სეზონში 2 მილიონი ევროს ხელფასზეც თანახმა იქნება. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

ლუის მურიელი „ატალანტაში“ 2019 წლიდან თამაშობს და 128 მატჩში 59 გოლი აქვს გატანილი. მანამდე მას „ფიორენტინაში“, „სევილიაში“, „დეპორტივო კალიში“, „უდინეზეში“, „გრანადაში“, „ლეჩესა“ და „სამპდორიაში“ უთამაშია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …