მთავარი / თეგის არქივი: დუშან ვლაჰოვიჩი

თეგის არქივი: დუშან ვლაჰოვიჩი

ვლაჰოვიჩი: “ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ეს შედეგის მომტანია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა ევროპა ლიგის მერვედფინალში „ფრაიბურგთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდი ისეთი ერთიანი უნდა იყოს, როგორცა ახლაა, რადგან ეს შედეგის მომტანია. „მე ყოველთვის მადლობას ვუხდი ყველას, ჩვენ ვართ ერთიანები, ერთი გუნდი ვართ, ბევრი რამ გამოვიარეთ, გამიხარდა მსგავსი რამის ნახვა და ვფიქრობ, რომ მეტად …

სრულად წაკითხვა »

კომისო: “ვლაჰოვიჩის ტრანსფერით მოგებული მხოლოდ “ფიორენტინა” დარჩა”

ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტმა როკო კომისომ დუშან ვლაჰოვიჩის „იუვენტუსში“ ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ გარიგებით მოგებული მხოლოდ მისი გუნდი დარჩა. როგორც მან თქვა, „ფიორენტინას“ ახლა 70 მილიონით მეტი აქვს, ხოლო ვლაჰოვიჩზე მეტი გოლი კაბრალმა და იოვიჩმა გაიტანეს, რომლებმაც სერბი შეცვალეს. „ვლაჰოვიჩს „იუვენტუსში“ გადასვლა უნდოდა. ბევრმა გაგვაკრიტიკა, რადგან კაბრალს და იოვიჩს …

სრულად წაკითხვა »

მედია: “იუვეს” ვლაჰოვიჩს იანვარში ყიდდა, ყველაფერი ბოლოს ჩაიშალა

ესპანური გამოცემა As-ი დუშან ვლაჰოვიჩთან დაკავშირებით სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით ტურინულ კლუბს ის იანვარში პრაქტიკულად გაყიდული ჰყავდა. წყაროს თანახმად, „იუვე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტრანსფერზე 100-120 მილიონი ევროს ფარგლებში მოურიგდა და ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა ტრანსფერი დაბლოკეს. შედეგად, დუშანი ისევ „იუვეშია“. As-ი კი წერს, რომ …

სრულად წაკითხვა »

კორვინო: “ვლაჰოვიჩს ვურჩევ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში “იუვეში” დარჩეს”

იტალიელმა სპორტულმა მენეჯერმა პანტალეო კორვინომ, რომელმაც დუშან ვლაჰოვიჩი თავის დროზე „ფიორენტინაში“ შეიძინა, სერბ ფორვარდზე ისაუბრა. მან ვლაჰოვიჩს ურჩია, რომ „იუვენტუსი“ არცერთ ვარიანტში არ დატოვოს, თუნდაც გუნდმა მომდევნო სეზონში ევროთასებზე ვერ ითამაშოს. „დუშანის შესაძლებლობის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. დიდებული სტატისტიკის გარდა, მასზე ნიჭიც მეტყველებს. ის სრულყოფილი ცენტრფორვარდია: ფიზიკურად ძლიერია, გოლის ალღო …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა ბარძალი “იუვეზე”, ვლაჰოვიჩზე, ფაჯოლისა და მირეტიზე…

„სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ ანდრეა ბარძალიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. მან კომენტარი გააკეთა, როგორც გუნდზე, ისე დუშან ვლაჰოვიჩზე, ფაბიო მირეტისა და ნიკოლო ფაჯოლიზე. „გარდა თამაშისა, მნიშვნელოვანია როგორაა ვლაჰოვიჩი ფიზიკურად. ის კარგი გარანტიაა „იუვესთვის“, დი მარიასთან ერთად, რომელიც ამ ტემპით თამაშს თუ გააგრძელებს, მისი ყოლა ფუფუნებაა. უბრალოდ, საჭიროა სწორად მართვლა. უნდა ითქვას, რომ …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი: “გოლი ძალიან მჭირდება და დი მარიას მადლობელი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა „სალერნიტანასთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისთვის გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რამდენიმე მატჩის შემდეგ იდეალურ კონდიციაში იქნება. „ჩემთვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ, რადგან ზედიზედ სამი შეხვედრა არ გვქონდა მოგებული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და მადლობა გუნდს. მინდა მადლობა მწვრთნელსაც გადავუხადო …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი და პოგბა “მონცასთან” განაცხადში იქნებიან

დუშან ვლაჰოვიჩი და პოლ პოგბა „მონცასთან“ მატჩში განაცხადში იქნებიან. ინფორმაციას რომეო აგრესტი ავრცელებს. ვლაჰოვიჩი ტურინული კლუბის განაცხადში 25 ოქტომბრის შემდეგ არ ყოფილა, ხოლო პოგბა საერთოდ მიმდინარე სეზონში. ორივე ფეხბურთელი კარგადაა და თამაში შეუძლია. თუმცა, ცხადია, ჯერჯერობით, ძირითად შემადგენლობაში ვერ გამოჩნდებიან. მასიმილიანო ალეგრის სურს, რომ ორივე ფეხბურთელს თამაშის შესაძლებლობა მეორე ტაიმში …

სრულად წაკითხვა »

პოგბა და ვლაჰოვიჩი “მონცასთან” მატჩისთვის მზად იქნებიან: ტესტმა კარგი პასუხი აჩვენა

ტურინის „იუვენტუსისთვის“ ურთულეს პერიოდში კარგი ამბავიცაა, რადგან დუშან ვლაჰოვიჩი და პოლ პოგბა სათამაშოდ მზად არიან. ორივე ფეხბურთელმა დღეს Next Gen-ის (ახალგაზრდული გუნდი) გუნდთან ითამაშეს, რათა მათი ფიზიკური მდგომარეობა შემოწმებულიყო. ორივემ კარგად ჩააბარა ტესტი – სერბმა სამი გოლი გაიტანა, ფრანგმა კი ორი.  დღევანდელ სპარინგში ხუან კუადრადომ და მატია დე შილიომაც ითამაშეს. …

სრულად წაკითხვა »

პოგბამ და ვლაჰოვიჩმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს

ტურინის „იუვენტუსმა“ „ნაპოლისთან“ ფიასკოს შემდეგ ვარჯიში განაახლა და დღეს გუნდთან ერთად დუშან ვლაჰოვიჩმა და პოლ პოგბამ ივარჯიშეს. ეს მასიმილიანო ალეგრისთვის კარგი ამბავია, რადგან თითქმის მთელი სეზონი მათ გარეშე მიმდინარეობს. პოგბას ამ სეზონში საერთოდ არ უთამაშია, ხოლო ვლაჰოვიჩი მოედანზე ბოლოს 25 ოქტომბერს იყო. „მონცასთან“ ხუთშაბათს გასამართ მატჩში, რომელიც იტალიის თასის ეგიდით …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ზაფხულში ვლაჰოვიჩის გაყიდვას არ გამორიცხავს

ტურინის „იუვენტუსი“ დუშან ვლაჰოვიჩის ზაფხულში გაყიდვას არ გამორიცხავს. იტალიურმა გრანდმა სერბი ფორვარდი ზუსტად ერთი წლის წინ „ფიორენტინადან“ შეიძინა და „არსენალის“ კონკურენციაში გაიმარჯვა, მაგრამ ფეხბურთელთან გეგმები შეიცვალა. ვლაჰოვიჩი ხშირად ტრავმიანობს და ტურინელთა მოლოდინი ბოლომდე ვერ გაამართლა. როგორც იტალიური მედია წერს, ზაფხულში თუ „იუვენტუსი“ მინიმუმ 110 მილიონი ევროს შეთავაზებას მიიღებს, ვლაჰოვიჩს შეელევა. …

სრულად წაკითხვა »