მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი “იუვესთან” კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა

დე ლიხტი “იუვესთან” კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსი“ და მატაის დე ლიხტი მზად არიან კონტრაქტი განაახლონ. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

დე ლიხტის მოქმედი ხელშეკრულება 2024 წელს იწურება, მაგრამ დიდი შანსია ის 2 წლით, 2026 წლამდე განაახლოს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თუმცა, კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში ნიდერლანდელის გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 80 მილიონ ევრომდე შემცირდება.

შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 117 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …