მთავარი / სიახლეები / პოლ პოგბა “იუვენტუსში” დაბრუნებასთან ახლოსა, მომდევნო შეხვედრა გადამწყვეტი იქნება

პოლ პოგბა “იუვენტუსში” დაბრუნებასთან ახლოსა, მომდევნო შეხვედრა გადამწყვეტი იქნება

ტურინის „იუვენტუსს“ პოლ პოგბა უახლოვდება, მაგრამ გარიგება ჯერ დახურული არაა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

პოგბა სოციალურ ქსელში მინიშნებებს აკეთებს, რასაც „იუვეს“ ფეხბურთელების მხრიდან პოსტზე კომენტარებიც მოჰყვა, მაგრამ ჯერ ტრანსფერი არ განხორციელებულა.

პოგბას „იუვე“ 8 მილიონ ევროს და ბონუსებს სთავაზობს, ფეხბურთელსაც სურს ტურინში დაბრუნება და მზადაა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს. თუმცა, საქმეში რჩება „პარი სენ ჟერმენიც“, რომელიც ფრანგს გაცილებით სარფიან წინადადებას სთავაზობს – სეზონში 14 მილიონი ევრო.

მიუხედავად ამისა, პოგბას პრიორიტეტი „იუვენტუსში“ დაბრუნებაა, სადაც იცის, რომ პროექტის მთავარი საყრდენი ნაწილი იქნება, განსხვავებით პსჟ-სგან, სადაც მეორეხარისხოვან როლს უნდა დასჯერდეს, რადგან გუნდში ლიონელ მესი, კილიან მბაპე და ნეიმარი არიან.

მოსალოდნელია, რომ ყველაფერი მომდევნო შეხვედრაზე გადაწყდება. პოგბა ძალიან ახლოსაა „იუვეში“ 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებასთან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …