მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “15 ქულის დაკლება ჩვენთვის არაფერს ცვლის”

ალეგრი: “15 ქულის დაკლება ჩვენთვის არაფერს ცვლის”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, 15 ქულის დაკლების მიუხედავად გუნდისთვის არაფერი შეცვლილა და სეზონის მიზნები არ შეცვლილა.

„ხვალ მნიშვნელოვანი მატჩია, რომ პირველი წრე საუკეთესოდ დავასრულოთ. გუშინდელის შემდეგ ყველას მეტი ყურადღებით ყოფნა გვჭირდება. უბრალოდ მოედანზე უნდა ვიფიქროთ. 15 ქულის დაკლება აბსოლუტურად არაფერს ცვლის, ქულები უნდა დავაგროვოთ, ხვალ რთული თამაშია, რადგან „ატალანტა“ კარგ ფორმაშია. გამარჯვების შემთხვევაში მე-7 ადგილზე გადასვლის შანსი გვექნება, პატარ-პატარა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. შემდეგ ევროპა ლიგა და იტალიის თასი იქნება და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ. მომავალ კვირაში პოგბა და ვლაჰოვიჩი დაგვიბრუნდებიან, ხვალ კუადრადო დაბრუნდება. ასეთ სიტუაციაში გაძლიერება და თამაშების მოგება გვჭირდება. ახლა მეშვიდე ადგილზე გადასვლა უნდა ვცადოთ და მერე ვნახოთ.

რაბიო კარგადაა, დღეს გუნდს ფერერო და სკანავინო შეხვდებიან, შემდეგ ვივარჯიშებთ და „ატალანტასთან“ მატჩისთვის მოვემზადებით, სხვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ყველა სიტუაციაში უნდა დაინახო შესაძლებლობა და ჩვენც გვაქვს შანსი, რომ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთოთ, მაინც გვქონდეს დასამახსოვრებელი სეზონი. არაფერი შეცვლილა, სერია A-ში კიდევ 60 ქულაა გასათამაშებელი.

„იუვენტუსის“ მწვრთნელი ვარ და ვრჩები ამ გუნდის მწვრთნელად, თუ ისინი არ გამათავისუფლებენ. რთულ მომენტებში საჭიროა ძლიერები ვიყოთ, პასუხისმგებლიანი ადამიანები, თორემ, როცა ყველაფერი კარგადაა, მაშინ ყველანი კარგები ვართ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ მატჩი 22 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …