მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრის ირონია, რაზეც ყველა საუბრობს: “ადვოკატო, გიხდებათ ცისფერი ჰალსტუხი”

ალეგრის ირონია, რაზეც ყველა საუბრობს: “ადვოკატო, გიხდებათ ცისფერი ჰალსტუხი”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატალანტასთან“ მატჩის შემდეგ ადვოკატ მატია გრასანისთან ირონიულად ისაუბრა, რამაც მთელი იტალიის ყურადღება მიიქცია.

საქმე ისაა, რომ გრასანი „ნაპოლის“ ადვოკატია, რომელიც მიმდინარე მოვლენებზე „იუვენტუსის“ შესახებ ყოველთვის პესიმისტურად საუბრობს. ის ალეგრისთან შეკითხვის დასასმელად DAZN-ის სტუდიაში იყო, მაგრამ ალეგრიმ მას საუბრის საშუალება არ მისცა, როცა თქვა:

„ადვოკატო, მართლაც მშვენიერი ჰალსტუხი გიკეთიათ, ცისფერი, გიხდებათ ცისფერი ჰალსტუხი“, – უთხრა ალეგრიმ.

მოგეხსენებათ, „ცისფერი“ „ნაპოლის“ ფერია და მაქსმა სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი. ნიშანდობლივია, რომ შემდეგ გრასანი ტელეკომპანია Rai-ს ეთერში ჩაერთო, სადაც სხვა ჰალსტუხი ეკეთა, ამჯერად შავი ფერის…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …