ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ვესტონ მაკკენის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
პროტოკოლის შესაბამისად, ამერიკელმა თვითიზოლაციაში გადაინაცვლა. გუნდი აგრძელებს საწვრთნელ პროცეს, მაგრამ ისინი გუნდს ვერ დატოვებენ და კარანტინში დარჩებიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კორონავირუსი კრიშტიანუ რონალდუსაც დაუდასტურდა, რომელიც ტურინში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და კარანტინს გაივლის.
მაკკენი „იუვეს“ გამოჯანმრთელებამდე ვერ დაეხმარება, რაც ანდრეა პირლოს გუნდის მდგომარეობას მნიშვნელოვანი მატჩების წინ კიდევ უფრო ართულებს.