„ნაპოლის“ „იუვენტუსთან“ მატჩზე გამოუცხადებლობის გამო ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა და ამასთან სატურნირო ცხრილში -1 ქულა ჩამოაკლდა.
„ნაპოლი“ ტურინში გუნდში ორი ფეხბურთელის ინფიცირების გამო არ ჩავიდა და თამაშის გადადება მოითხოვა. თუმცა, მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.
იტალიის ჩემპიონატში არსებული რეგლამენტით გუნდი ვალდებულია ითამაშოს, თუ 13 ჯანმრთელი ფეხბურთელი ჰყავს და 10+ ინფიცირების შემთხვევა არ აქვს. ორი დაინფიცირებული ფეხბურთელით კი სეზონის სტარტიდან არაერთმა გუნდმა ითამაშა, მათ შორის, „მილანმა“, „ატალანტამ“ და „ტორინომ“.
ამრიგად, „იუვენტუსს“ სატურნირო ცხრილში 7 ქულა გაუხდა, ხოლო „ნაპოლის“ ახლა 5 ქულა აქვს, იმის მიუხედავად, რომ საწყისი ორი მატჩი მოიგო.