ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ მანუელ ლოკატელის კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდმა დაადასტურა. ლოკატელი თვითიზოლაციაში იმყოფება და “სალერნიტანასთან” მატჩს ცხადია გამოტოვებს. გარდა ამისა, მას სავარაუდოდ, იტალიის ნაკრების მატჩებიც გაუცდება. ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა ერთ კვირაშია, მაგრამ რობერტო მანჩინიმ სანაკრებო სია ხვალ უნდა დაასახელოს და რთული სავარაუდოა, რომ კოვიდინფიცირებული მოთამაშე გამოიძახოს. შეგახსენებთ, რომ …
სრულად წაკითხვა »თეგის არქივი: კორონავირუსი
აარონ რემზის კორონავირუსი დაუდასტურდა
ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ აარონ რემზის კორონავირუსი აქვს. უელსელი ფერხბურთელი თვითიზოლაციაში იმყოფება. რემზი ტრანსფერზეა დაყენებული და მისი მომავალი „იუვეს“ პრაქტიკულად არ უკავშირდება. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, 3 სერია A-ში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე. ბოლოს „იუვეს“ მაისური 20 ოქტომბერს, „ზენიტის“ წინააღმდეგ მოირგო (1:0), ხოლო სერია A-ში მოედანზე 26 სექტემბრის მერე …
სრულად წაკითხვა »კიელინიმ კორონავირუსი დაამარცხა
ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯორჯო კიელინი კორონავირუსისგან განიკურნა. შესაბამისად, ფეხბურთელს გუნდს დაუბრუნდა და მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაშია. კიელინი “რომასთან” მატჩისთვის მზადებას დაიწყებს, მაგრამ მოხვდება თუ არა ძირითად შემადგენლობაში, ცხადია, ეს მასიმილიანო ალეგრიზე იქნება დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ ჯორჯოს კორონავირუსი მიმდინარე წლის დასაწყისში დაუდასტურდა და გამოჯანმრთელება მალევე მოახერხა.
სრულად წაკითხვა »პაველ ნედვედს კორონავირუსი აქვს, მაგრამ გუნდთან კონტაქტი არ ჰქონია
ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტ პაველ ნედვედს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩეხი თვითიზოლაციაში იმყოფება. თუმცა, „იუვესთვის“ კარგი ამბავი ისაა, რომ გუნდთან კონტაქტი მას არ ჰქონია. ამრიგად, ფეხბურთელების დაინფიცირების რისკი მისი მხრიდან არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეორე წრე „ნაპოლისთან“ ფრით (1:1) დაიწყო, მომდევნო ტურში კი 9 იანვარს, სტუმრად „რომას“ შეხვდება.
სრულად წაკითხვა »ადრიენ რაბიოს კორონავირუსი დაუდასტურდა
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფრანგი ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზეა და ერთა ლიგის ფინალში ესპანეთთან ვერ ითამაშებს. ადრიენი ვერც “იუვეს” დაეხმარება “რომასთან” 17 ოქტომბერს გასამართ მატჩში, ხოლო მისი მოედანზე დაბრუნდების დრო ჯერ უცნობია – ეს იმაზეა დამოკიდებული, როდის გამოჯანმრთელდება.
სრულად წაკითხვა »დემირალმა კორონავირუსი დაამარცხა
ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მერიჰ დემირალი გამოჯანმრთელდა. თურქმა ფეხბურთელმა კორონავირუსი დაამარცხა და გუნდს დაუბრუნდა. დემირალი ანდრეა პირლოს განკარგულებაშია და თუ მწვრთნელი გადაწყვეტს, „ნაპოლის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა. დემირალს კორონავირუსი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდა, ის თურქეთის ნაკრებში დაინფიცირდა. კოვიდ-19-ით ინფიცირებული „იუვეს“ ორი ფეხბურთელი დარჩა – ლეონარდო ბონუჩი და ფედერიკო ბერნარდესკი.
სრულად წაკითხვა »ბერნარდესკის კორონავირუსი დაუდასტურდა
ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფედერიკო ბერნარდესკის კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში გადაინაცვლა. ის გარკვეული პეიოდი გუნდს ვერ დაეხმარება. ბერნარდესკი მერიჰ დემირალისა და ლეონარდო ბონუჩის შემდეგ მესამე ინფიცირებული ფეხბურთელია, რომელიც გუნდს ამ პერიოდში გამოაკლდა. აღსანიშნავია, რომ ყველა სანაკრებო შეკრებაზე დაინფიცირდა. მეტი თვალსაჩინოებისთის, იტალიის ნაკრების სტაფის ოთხ წევრს შეკრებაზე აღმოაჩნდა ვირუსი, ხოლო აის შემდეგ …
სრულად წაკითხვა »ლეონარდო ბონუჩის კორონავირუსი აქვს
ტურინის „იუვენტუსის“ მცველ ლეონარდო ბონუჩის კორონავირუსი დაუდასტურდა. იტალიის ნაკრებიდან გუნდში დაბრუნებული ფეხბურთელის ტესტი დადებითი აღმოჩნდა და თვითიზოლაციაში გადაინაცვლა. ბონუჩი „იუვეს“ მინიმუმ 2 კვირით გამოაკლდა, მაქსიმუმ კი იქამდე, სანამ ტესტის პასუხი უარყოფითი არ იქნება. იტალიის ნაკრების სტაფის 4 წევრს კორონავირუსი ორი დღის წინ აღმოაჩნდა და როგორც ჩანს, ლეონარდოც ამის შედეგად დაინფიცირდა. …
სრულად წაკითხვა »მერიჰ დემირალს კორონავირუსი დაუდასტურდა
ტურინის “იუვენტუსის” მცველ მერიჰ დემირალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. დემირალი თვითიზოლაციაში გამოჯანმრთელებამდე დარჩება. თურქი ფეხბურთელი ბოლო პერიოდში ტრავმირებული იყო და თამაშს ისედაც ვერ ახერხებდა. მერიჰს 3 აპრილს “ტორინოსთან” დერბი დანამდვილებით გაუცდება. მისი დაბრუნების დრო რა თქმა უნდა, ტესტის უერყოფით პასუხამდე განისაზღვრება. ამის შემდეგ კი სვაარაუდოდ, მას ტრავმც …
სრულად წაკითხვა »“იუვენტუსში” კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
ტურინის „იუვენტუსში“ „სპეციასთან“ მატჩის წინ კორონავირუსის ტესტირება ჩატარდა და ერთი დადებითი შემთხვევა დადასტურდა. როგორც ტურინული კლუბის ვებგვერდი ოფიციალური განცხადებით იტყობინება, ინფიცირებულია კლუბის თანამშრომელი და ის ფეხბურთელი არ არის. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კორონავირუსი კრიშტიანუ რონალდუმ, ვესტონ მაკკენიმ, ხუან კუადრადომ, მატიას დე ლიხტმა და ალექს სანდრომ გადაიტანეს, ხოლო გასულ სეზონში პაულო …
სრულად წაკითხვა »