ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფედერიკო ბერნარდესკის კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში გადაინაცვლა. ის გარკვეული პეიოდი გუნდს ვერ დაეხმარება.
ბერნარდესკი მერიჰ დემირალისა და ლეონარდო ბონუჩის შემდეგ მესამე ინფიცირებული ფეხბურთელია, რომელიც გუნდს ამ პერიოდში გამოაკლდა.
აღსანიშნავია, რომ ყველა სანაკრებო შეკრებაზე დაინფიცირდა. მეტი თვალსაჩინოებისთის, იტალიის ნაკრების სტაფის ოთხ წევრს შეკრებაზე აღმოაჩნდა ვირუსი, ხოლო აის შემდეგ პრაქტიკულად ყოველდღე იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი იტალიის ნაკრებში მყოფ ფეხბურთელებში – ბონუჩის და ბერნარდესკის გარდა, სალვატორე სირიგუ, ალესანდრო ფლორენცი, მარკო ვერატი, ვინჩენცო გრიფო და ალესიო კრანიო დაინფიცირდნენ.