მთავარი / სიახლეები / ლეონარდო ბონუჩის კორონავირუსი აქვს

ლეონარდო ბონუჩის კორონავირუსი აქვს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველ ლეონარდო ბონუჩის კორონავირუსი დაუდასტურდა. იტალიის ნაკრებიდან გუნდში დაბრუნებული ფეხბურთელის ტესტი დადებითი აღმოჩნდა და თვითიზოლაციაში გადაინაცვლა.

ბონუჩი „იუვეს“ მინიმუმ 2 კვირით გამოაკლდა, მაქსიმუმ კი იქამდე, სანამ ტესტის პასუხი უარყოფითი არ იქნება. იტალიის ნაკრების სტაფის 4 წევრს კორონავირუსი ორი დღის წინ აღმოაჩნდა და როგორც ჩანს, ლეონარდოც ამის შედეგად დაინფიცირდა.

მის გარდა სანაკრებო შეკრებაზე მერიჰ დემირალიც დაინფიცირდა, რომელიც თურქეთიდან იტალიაში დაბრუნდა და თვითიზოლაციაშია. ორივე ცენტრალური მცველის გარეშე მოუწევს „იუვეს“ თამაში და ანდრეა პირლოს განკარგულებაში მხოლოდ მატიას დე ლიხტი და ჯორჯო კიელინი დარჩნენ, რაც რთული კალენდრის გათვალისწინებით მძიმე დარტყმაა.

„იუვეს“ მომდევნო 1 კვირაში 3 თამაში ელოდება, მათ შორის, „ტორინოსთან“ და “ნაპოლისთან“. ბონუჩის მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

 

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …