ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მერიჰ დემირალი გამოჯანმრთელდა. თურქმა ფეხბურთელმა კორონავირუსი დაამარცხა და გუნდს დაუბრუნდა.
დემირალი ანდრეა პირლოს განკარგულებაშია და თუ მწვრთნელი გადაწყვეტს, „ნაპოლის“ წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.
დემირალს კორონავირუსი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდა, ის თურქეთის ნაკრებში დაინფიცირდა.
კოვიდ-19-ით ინფიცირებული „იუვეს“ ორი ფეხბურთელი დარჩა – ლეონარდო ბონუჩი და ფედერიკო ბერნარდესკი.