ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ლუჩანო მოჯიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ დღევანდელი „იუვე“ მასიმო მორატის „ინტერს“ ჰგავს. მოჯის აზრით, „ბებერ ქალბატონში“ ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ინდივიდუალურად და ისინი გუნდად ვერ იქცნენ.
„ჩვენ მორატის „ინტერი“ გავხდით. პირლო არის ფსონი, მაგრამ მას არ აქვს ბევრი ბრალეულობა. „იუვეს“ ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ გუნდი არ არის. ახალგაზრდებმა უნდა შეცვალონ ვეტერანები, თუმცა, ამის გაკეთება მოკლე დროში არ ხდება. გუნდ მოტივატორი სჭირდება, მაგრამ ეს არ შეიძლება პირლო იყოს. გუნდში როდესაც ბევრი უცხოელია, ისინი თავიანთ საქმეს უდგებიან, როგორც თანამშრომლები, მაგრამ სხვა არაფერი. არ არსებობს გუნდში ადამიანი, რომელიც გუნდს მუხტს მისცემს.
„იუვენტუსს“ აკლია დიბალას ფანტაზია. ეს არის ძალიან პროგნოზირებადი გუნდი, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნებისმიერ გუნდთან მოგებაც და წაგებაც შეუძლია.
ლოკატელი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მარტო ის ვერ გადაჭრის ნახევარდაცვის პრობლემებს. საჭიროა კიდევ ერთი ნახევარმცველი. დონარუმა შესანიშნავია, მაგრამ მისთვის ბრძოლას აზრი არ აქვს, ის „მილანში“ დარჩება“, – თქვა მოჯიმ.