ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, ანდრეა ანიელისა და მასიმილიანო ალეგრის შეხვედრის შესახებ თავად პრეზიდენტისგან იცოდა და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
„ხელმძღვანელობის მხრიდან არ არის საჭირო რაიმე საჯარო პოზიცია ალეგრისთან შეხვედრის შესახებ. პრეზიდენტმა ანიელიმ გამართხილა ამ შეხვედრის შესახებ. ისინი მეგობრები არიან. მე თუ მალდინისთან სადილზე წავალ, მაშინ ყველა დაწერსდა იტყვის, რომ „მილანში“ მივდივარ. ასე, რომ პრეზიდენტმა ამ შეხვედრის შესახებ გამაფრთხილა. ჩვენ პროფესიონალები ვართ, მაგამ ასევე არსებობს მეგობრობა. ერთმანეთს ყველაფერს ვეუბნებით, რაც ხდება. ვიცი, რომ ის მენდობა და ეს დიდ სიმშვიდეს მანიჭებს. ამას გარდა, ნათელია, რომ შედეგებზე დამოიდებულია მწვრთნელების ბედი და მუშაობა.
მე ფეხბურთელების მხრიდანაც ვგრძნობ ნდობას, მათ ყოველდღე ვესაუბრები ვარჯიშის დაწყებამდე და მის შემდეგ. ფეხბურთელები მომყვებიან და მათ აქვთ ფეხზე წამოდგომის სურვილი. ისინი პირველები არიან, ვინც ამ სიტუაციით დამწუხრებულნი არიან. არასდროს მიგვრძნია უნდობლობა ჩემს მიმართ. ხშირად კონსტრუქციულად უნდა ვისაუბროთ და ვცდილობთ გაუმჯობესებას. ახლა საბაბი აღარ არსებობს. მაისურს, რომელიც გვაცვია, პატივი უნდა ვცეთ და ამას აქამდე არ ვაკეთებდით. ჩვენ ასეთ შედეგებს მიჩვეული არ ვართ. მე პირველი ვარ, ვინც შეცდომები დაუშვა გარკვეულ მომენტებში, მაგრამ ახლა ამ გვერდის გადაშლა გვინდა და მომავალზე ვფიქრობთ. მომავალი კი მომდევნო თამაშია.
სატურნირო ცხრილისთვის მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან და დადებით შედეგებს აფიქსირებენ. მაგრამ ჩვენ იგივე ამბიცია გვაქვს: ვითამაშოთ ბოლომდე და ჩვენი საუკეთესო მხარე წარმოვაჩინოთ. ღია თამაშს ველოდები, რომელშიც ორივე გუნდს ექნება სურვილი თავიანთი კარნახით წარიმართოს მატჩი.
კარში შჩესნი იქნება, ცუდი თამაშის შემდეგ ყოველთვის არსებობს გამოსყიდვის სურვილი. მის შემთხვევაში სწორი იქნება, რომ ხვალ ითამაშოს. კულუშევსკისაც ვესაუბრე, ის ახალგაზრდაა, ნდობას იმსახურებს. დიბალა ძირითადში? ჩვენს განკარგულებაშა, კარგადაა, აღარ არის ცუდად. მას 90 წუთი თამაში ჯერ არ შეუძლია, მაგრამ მისი დაბრუნება უკვე დიდი ამბავია.
როგორც ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ პროტოკოლს და ვეთანხმებით ჯანდაცვის უწყებების გადაწყვეტილებას, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ჩვენ იმას გავაკეთებთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ, ანუ მოედანზე გავალთ და ვითამაშებთ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 7 აპრილს თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.