აარონ რემზის დაზიანება სერიოზული არ გამოდგა. მან კუნთის ტრავმა უელსის ნაკრებში მიიღო და როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, საგანგაშო არაფერია, სულ მალე ვარჯიშს განაახლებს.
რემზი სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და „კროტონესთან“ 17 ოქტომბერს დაგეგმილ მატჩს გამოტოვებს.
თუმცა, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კიევის „დინამოსთან“ მატჩისთვის ანდრეა პირლოს განკარგულებაში იქნება.