აიაქსის აღმასრულებელმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა ტვიტერზე იუვენტუსის თავდამსხმელთან, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
მანჩესტერ იუნაიტედის თანაგუნდელთა შეხვედრა მონაკოში შედგა, 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გათამაშებისას.
“მოხარული ვარ, რომ ვნახე ჩემი მეგობარი კრიშტიანუ მონაკოში. მისი თქმით ზრუნავს დე ლიხტზე და ის ამას მშვენივრად აკეთებს” – წერს ედვინ ვან დერ სარი.
დე ლიხტი იუვენტუსში აიაქსიდან 18 ივლისს გადავიდა. ჰოლანდიელი ფეხბურთელის ტრანსფერი იუვენტუსს 75+10.5 მილიონი ევრო დაუჯდა. აღნიშნულ თანხას ტურინული კლუბი 5 წლის ვადაში გადაიხდის.
ფეხბურთელმა კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბში 2024 წლის ივნისამდე დარჩება. მისი ანაზღაურება წელიწადში 7,5 მილიონი ევრო იქნება, პრემიების სახით კი შეიძლება 12 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი