მთავარი / სიახლეები / ჯორჯო კიელინის ტრავმამ “იუვეს” გეგმები შეცვალა

ჯორჯო კიელინის ტრავმამ “იუვეს” გეგმები შეცვალა

ჯორჯო კიელინის მძიმე ტრავმამ „იუვენტუსის“ გეგმები შეცვალა. Tuttosport-ის ცნობით, „იუვე“ კაპიტანს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის განაცხადში არ შეიყვანს.

საქმე ისაა, რომ კიელინი მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგების დაზიანების გამო დაახლოებით 5-6 თვე იუქმებს, შესაბამისად, ჯგუფურ ეტაპზე მისი თამაში გამორიცხულია და განაცხადში შეყვანასაც აზრი არ აქვს.

ამან „იუვეს“ მონახაზი შეცვალა. ტურინელთა განკარგულება 4 ცენტრალური მცველი დარჩა – ლეონარდო ბონუჩი, მატიას დე ლიხტი, მერიჰ დემირალი და დანიელე რუგანი. ეს უკანასკნელი აქამდე გუნდიდან წასვლის კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ ახლა სავარაუდოდ, სატრანსფერო ბაზრიდან მოიხსნება.

გარდა ამისა, სწორედ რუგანი დაიკავებს კიელინის ადგილს განაცხადში. როგორც მინიმუმ იანვრამდე დანიელეს ტურინში დარჩენა მოუწევს და კიდევ ერთ შანსს მიიღებს.

თუმცა, იგივე გამოცემა, არ გამორიცხავს მეორე ვარიანტსაც, რაც „ჯენოაში“ იჯარით მყოფი კრისტიან რომეროს უკან დაბრუნებას ეხება ვადაზე ადრე ან სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებას „ბარსელონადან“ სამუელ უმტიტის შეძენას, რომელიც კატალონელთა გეგმებში არ ჯდება. ყველაფერი ორ დღეში ზუსტად გაირკვევა, რადგან სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს იხურება.

კიელინის კი, მტკივან ფეხზე ოპერაცია უახლოეს ხანებში ჩაუტარდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *