ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი კლაუდიო მარკიზიომ გაამხნევა. „პრინცი“ მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი წელია ტურინულ გუნდში არ ირიცხება, ნამდვილ იუვენტინოდ დარჩა და ჯორჯოსადმი თბილი მესიჯიც მოსალოდნელი იყო.
„იმ გვირაბში, სადაც ყველა ერთნაირად გამოიყურება, რომ არა ეს სამკლავური მარცხენა მკლავზე. იგივე სამკლავური მოგვითხრობს შენს ისტორიას კიელო, ის ისტორია, რომელიც უკვე ყველა ჩვენგანის ნაწილი გახდა. მალე გელოდებით მოედანზე. არსებობს ერთადერთი კაპიტანი“, – დაწერა კლაუდიომ.
შეგახსენებთ, რომ კიელინიმ დღეს ვარჯიშზე მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და 6-დან 8 თვემდე უქმობა ემუქრება. ოპერაცია კი უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.